მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლაში განსაკუთრებით ზრუნავენ მოსწავლეთა განწყობასა და მათთვის სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებაზე.
სწორედ ამ მიზნით, სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიებები იმართება, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და შემართებით ერთვებიან.
მათ შორის, აღსანიშნავია გაზაფხულის, დედისა და ქალთა დღეებისადმი მიძღვნილი შთამბეჭდავი ღონისძიება.
მოსწავლეებმა დადგეს მრავალფეროვანი ნომრები, მუსიკალური და ქორეოგრაფიული წარმოდგენები და ქალბატონებს ეს ლამაზი დღეები ემოციური სიტყვით მიულოცეს და მხატვრულად წაკითხული ლექსები მიუძღვნეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების დასასრულს სკოლის დირექტორი თემურ დავითაძე და ისტორიის მასწავლებელი სიტყვით გამოვიდნენ, სასკოლო საზოგადოებას დღესასწაულები მიულოცეს, მრავალფეროვანი ღონისძიებისთვის მადლობა გადაუხადეს და წარმატება უსურვეს.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ბაღებისა და სკოლებისთვის კონკრეტული ვადები განისაზღვრა - დოკუმენტი
ხვალ სკოლების ნაწილში სწავლა არ განახლდება - უამინდობის გამო სააღმრზდელო პროცესი საბავშო ბაღებშიც შეწყდება
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
დირექციამ მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებსა და დამსწრე საზოგადოებას ლამაზი დღისთვის