სიახლეები
სკოლები

„მადლობა დაუღალავი შრომისთვის, ჩვენო მასწავლებელო“, - შუბნის საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილი პედაგოგის, ოთარ ფუტკარაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
01-04-2024
-
+


ტარიელ ფუტკარაძის სახელობის, შუახევის მუნიციპალიტეტის, შუბნის საჯარო სკოლაში მოსწავლეები იღებენ საფუძვლიან განათლებას და იმავდროულად, პროფესიონალი პედაგოგები, დირექციის მხარდამხარ, მუდმივად იღვწიან, ბავშვები აქტიურად იყვნენ ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში და პოეზიის, პროზის, ხელოვნების, კულტურის... სიყვარულსაც მშობლიური მაგალითების საფუძველზე უნერგავენ.

ახლახან, ტარიელ ფუტკარაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის, შუბნის საჯარო სკოლაში გაიმართა სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგისა და პოეტის, ოთარ ფუტკარაძის წიგნის „მთიდან ამოთქმული ბწკარების“ პრეზენტაცია.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ესწრებოდნენ: აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ბატონი ფრიდონ ფუტკარაძე. შუახევის მუნიციპალიტეტის მერი, ბატონი ომარ ტაკიძე. საკრებულოს თავმჯდომარე, ბატონი როსტომ ლორთქიფანიძე. მერიისა და საკრებულოს აპარატის წევრები. საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, ბატონი ედუარდ გოგრაჭაძე. მამა გიორგი.

ასევე შუახევის საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბატონი ვიტალი ხიმშიაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ოთარი ფუტკარაძის ოჯახის წევრები, ახლო ნათესავები, მეგობრები და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები.

„მადლობა თითოეულ მათგანს, მობრძანების, გვერდში დგომისა და დაფასებისათვის

ღონისძიებაზე, წუთიერი დუმილით პატივი მიეგო, შუბნელის, კუთხეზე და ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული ალექსანდრე სურმანიძის ხსოვნას...

ღონისძიებაზე, ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს ოთარი ფუტკარაძის ლექსები სხვადასხვა თემატიკაზე, რომელშიც, განსაკუთრებული ადგილი ეკავა ტაო-კლარჯეთს.

განსაკუთრებული პატივისცემა მინდა გამოვხატო ჩვენი სკოლის გამორჩეული მასწავლებლის მიმართ და ამასთან, მთელი გულით მივულოცო დაბადების 70 და სკოლაში მოღვაწეობის 52 წლის იუბილე.

შეუფასებელია ის ამაგი და ღვაწლი, რომელიც ოთარ ფუტკარაძემ სკოლაში მოღვაწეობის პერიოდში გასწია. მის ხელში გაიზარდა და დაფრთიანდა არაერთი თაობა...

ის, 1993-2004 წლებში, შუბნის საჯარო სკოლის დირექტორადაც მუშაობდა. იმ პერიოდში, როცა ქვეყანას ძალიან უჭირდა. მაშინ, როდესაც, ბევრმა მასწავლებელმა მიატოვა სკოლა, ამ ადამიანმა ამ დროს სკოლის მესაჭის როლი იტვირთა და, ერთ ათეულ წელზე მეტი ღირსეულად უხელმძღვანელა ცოდნის ტაძარს.

მადლობა დაუღალავი შრომისთვის, მადლობა გაწეული ამაგისთვის, მადლობა ღირებულებებისთვის, მადლობა ყველაფრისთვის, ჩვენო მასწავლებელო.

ღონისძიების ერთ-ერთ მთავარი ინიციატორი და ხელმძღვანელი გახლდათ, საზოგადოებრივ-რუდუნებითი დარბაზის, „წუთისოფელი ასეას“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი და საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრი, წიგნის რედაქტორი, ჩვენი კუთხის ცოცხალი მემატიანე, ბატონი ოთარ ცინარიძე.

ხოლო, ღონისძიების უშუალო წამყვანი და ხელმძღვანელი იყო, ჩვენი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ორგანიზატორული ნიჭით დაჯილდოებული, სკოლის ამაგდარი ადამიანი, ემზარ ცეცხლაძე“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.



იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მოსწავლეთა და მასწავლებელთა უსაფრთხოების მიზნით სწავლა შეწყდება - როდის განახლდება და როგორ ანაზღაურდება გაცდენილი საათები

საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 26 თებერვლამდე შეწყვეტილი იქნება - დეტალები

ბაღებისა და სკოლებისთვის კონკრეტული ვადები განისაზღვრა - დოკუმენტი

ხვალ სკოლების ნაწილში სწავლა არ განახლდება - უამინდობის გამო სააღმრზდელო პროცესი საბავშო ბაღებშიც შეწყდება


სკოლის დამლაგებლის ხელფასი ევროპასა და საქართველოში - განვითარებულ ქვეყანებში დამლაგებლის თვური ანაზღაურება 3000 დოლარამდეა 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

მოეწყო კედლის გაზეთების გამოფენა პოსტერის პრეზენტაცია, ანიმაციური ფილმების ჩვენება

მოწვეული სტუმრები იყვნენ: სალომე ლომთაძე - ფსიქოლოგი; გოჩა ბაკურაძე - ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დამფუძნებელი, ზეკო ხაჩიძე - სამოქალაქო თეატრის დამფუძნებელი

პროექტების კონკურსი CENN-ისა და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ინიციატივით გაიმართა

დირექციამ მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებსა და დამსწრე საზოგადოებას ლამაზი დღისთვის

ორგანიზატორებმა დისკუსიაზე მოიწვიეს პედაგოგები და თანატოლები, წაიკითხეს ცნობილი ადამიანების გამონათქვამები წიგნის შესახებ
საინტერესო

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

მასწავლებლების პროფესიული განვითარების ნაკლებობა, მოსწავლეთა ფსიქიკური ჯანმრთელობა... კიდევ რა გამოწვევები არსებობს განათლებაში

სიახლეები
საზოგადოება