მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ადიგენის მუნიციპალიტეტის, მლაშეს საჯარო სკოლაში, მოსწავლეები, საგნობრივი ცოდნის მიღების პარალელურად, სწავლობენ იმას, რომ ყველა ადამიანი თანაბარუფლებიანია და არ შეიძლება, თანატოლების რაიმე ნიშნით გამორჩევა.
სკოლაში სხვადასხვა ღონისძიება ეწყობა, რომელიც ემსახურება ბავშვების ცნობიერების ამაღლებას, ტოლერანტული გარემოს შექმნას და ახლახან ჩატარებული ღონისძიებაც კიდევ ერთი გზავნილი გახლდათ - რომ მეგობრებმა ქრომოსომები კი არ უნდა ითვალონ, არამედ თესონ სიკეთე და სიყვარული.
მლაშეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პოსტერები დაამზადეს, თემატიკიდან გამომდინარე, სხვადასხვა აქტივობა წარმოადგინეს და კიდევ ერთხელ, შეახსენეს ყველას, რომ მათი თაობა ამსხვრევს სტერეოტიპებს.
იმ დღეს სკოლაში მზე განსაკუთრებულად ანათებდა - ჰაერში მეგობრობის საოცარი სურნელი ტრიალებდა, რომელსაც მლაშეს საჯარო სკოლის მოსწავლეთა მიერ მოწყობილი დღე-სასწაული სიყვარულით, ტოლერანტობითა და ემპათიით „ატკბობდა“.
პროექტის მიზანი კი დაუნის სინდრომის მქონე პირთა მიმართ არსებული სტიგმებისა და სტერეოტიპების დამსხვრევა, საზოგადოების სწორი ინფორმირება და ემპათიის გაღვივება გახლდათ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლეთა და მასწავლებელთა უსაფრთხოების მიზნით სწავლა შეწყდება - როდის განახლდება და როგორ ანაზღაურდება გაცდენილი საათები
ხვალ სკოლების ნაწილში სწავლა არ განახლდება - უამინდობის გამო სააღმრზდელო პროცესი საბავშო ბაღებშიც შეწყდება
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოეწყო კედლის გაზეთების გამოფენა პოსტერის პრეზენტაცია, ანიმაციური ფილმების ჩვენება
მოწვეული სტუმრები იყვნენ: სალომე ლომთაძე - ფსიქოლოგი; გოჩა ბაკურაძე - ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დამფუძნებელი, ზეკო ხაჩიძე - სამოქალაქო თეატრის დამფუძნებელი