მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აღსანიშნავია, რომ მაზერის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა გარემოზე ზრუნვას და ამის დასტურია მერვეკლასელების მიერ წარმოდგენილი პრეზენტაცია - თემაზე: „პლასტმასის ნარჩენების ზეგავლენა გარემოზე“.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა გამართეს დისკუსია იმ მწვავე პრობლემის შესახებ, რომელსაც პოლიეთილენი ჰქვია.
მაზერის საჯარო სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას etaloni.ge უცვლელად გიზიარებთ:
„ეკოლოგების მოკვლევით, ადამიანი გარემოს ყველაზე მეტად პოლიეთილენის ნაწარმით აბინძურებს. პოლიეთილენის პარკი თავისი ქიმიური შემადგენლობის გამო 400–1000 წელზე მეტხანს რჩება, არ არის ბიოდეგრადირებადი და რთულად იშლება. რთულია მისი რეციკლირება, დაახლოებით 96% ცელოფნის პარკებისა არ ექვემდებარება მეორედ გამოყენებას. დაშლის დროს (თუკი ასეთი ხდება) აბინძურებს ნიადაგს და მიწისქვეშა წყლებს ტოქსიკური ნივთიერებებით და აღწევს კვებით ჯაჭვში. მისი წარმოება მნიშვნელოვან თანხებთან და რესურსებთან არის დაკავშირებული, თუმცა გამოწვეული ზიანი გაცილებით დიდია. წარმოების პროცესში გამონაბოლქვი აბინძურებს ჰაერს. ცელოფნის პარკები რეალურ საფრთხეს უქმნის ცოცხალ ბუნებას, ადვილად გადაიტანება ქარის მიერ ტყეებში, ზღვებში, ოკეანეებში, მდინარეებსა და ტბებში. დაახლოებით 1 მილიარდი ზღვის ფრინველი და ძუძუმწოვარი იღუპება წელიწადში პოლიეთილენის პარკების გადაყლაპვის გამო.
- რა ზიანის მოტანა შეუძლია პოლიეთილენს ადამიანისთვის?
- პოლიეთილენის წვა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. მისი წვის დროს გამოიყოფა ტოქსინები, მავნე ნივთიერებები რომელიც აბინძურებს ატმოსფეროს, ეს პროცესი ხელს უწყობს სათბურის ეფექტის შექმნას, რაც თავის მხრივ იწვევს კლიმატის გლობალურ ცვლილებას. ფაქტიურად პოლიეთილენი გვევლინება უკვდავი ნაგვის სახით, რომელიც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ბიომრავალფეროვნებასა და ეკოგარემოს შენარჩუნებას აფერხებს.
- როგორ შეიძლება ამ პრობლემის გადაჭრა?
- მათი განადგურება ისე, რომ გარემოს ზიანი არ მიაყენოს, ძალიან დიდი პრობლემაა, რადგან მათ შეგროვებას დიდი დრო სჭირდება, შეგროვების შემდეგ კი საჭიროებს სპეციალურ გადამუშავებას. მათი გაუვნებლობის ერთადერთი გამოსავალი პოლიეთილენის პარკების შეზღუდული რაოდენობით გამოყენებაა.
ჩვენი სკოლის მოსწავლეებისთვის საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა ამ თემის მიმოხივა და ალტერნატივების შემუშავება.
პროექტის წარმდგენები გახლდნენ მაიკო ვეზდენი, ქეთევან ვეზდენი და სერგი ვიბლიანი; პრეზენტაციის ფორმატის შემქმნელები - ლიზი კვანჭიანი და იასე ვეზდენი; ტექნიკური შემსრულებელი - საბა კვიციანი.
მადლობას ვუხდით თითოეულ პედაგოგსა და მოსწავლეს დასწრებისა და ყურადღებით მოსმენისათვის!.
ვიმედოვნებთ, რომ თითოეულ ჩვენგანს გააჩნია მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და მზრუნველობა გარემოს მიმართ“!
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლეთა და მასწავლებელთა უსაფრთხოების მიზნით სწავლა შეწყდება - როდის განახლდება და როგორ ანაზღაურდება გაცდენილი საათები
ხვალ სკოლების ნაწილში სწავლა არ განახლდება - უამინდობის გამო სააღმრზდელო პროცესი საბავშო ბაღებშიც შეწყდება
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოეწყო კედლის გაზეთების გამოფენა პოსტერის პრეზენტაცია, ანიმაციური ფილმების ჩვენება
მოწვეული სტუმრები იყვნენ: სალომე ლომთაძე - ფსიქოლოგი; გოჩა ბაკურაძე - ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დამფუძნებელი, ზეკო ხაჩიძე - სამოქალაქო თეატრის დამფუძნებელი