მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის, ლეწურწუმეს თემის საჯარო სკოლაში, მოსწავლეები, საგნობრივი ცოდნის მიღების პარალელურად, სწავლობენ იმას, რომ ყველა ადამიანი თანაბარუფლებიანია და არ შეიძლება, თანატოლების რაიმე ნიშნით გამორჩევა.
სკოლაში სხვადასხვა ღონისძიება ეწყობა, რომელიც ემსახურება ბავშვების ცნობიერების ამაღლებას, ტოლერანტული გარემოს შექმნას და ახლახან ჩატარებული ღონისძიებაც კიდევ ერთი გზავნილი გახლდათ - რომ მეგობრებმა ქრომოსომები კი არ უნდა ითვალონ, არამედ თესონ სიკეთე და სიყვარული.
ლეწურწუმეს თემის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, თემატური პოსტერებით, ფერადი წინდებით... სხვადასხვა აქტივობა წარმოადგინეს და კიდევ ერთხელ, შეახსენეს ყველას, რომ მათი თაობა ამსხვრევს სტერეოტიპებს.
იმ დღეს სკოლაში მზე განსაკუთრებულად ანათებდა - ჰაერში მეგობრობის საოცარი სურნელი ტრიალებდა, რომელსაც ლეწრუწუმეს თემის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მიერ მოწყობილი დღე-სასწაული სიყვარულით, ტოლერანტობითა და ემპათიით „ატკბობდა“ - ლეწრუწუმეს თემის საჯარო სკოლაში მხოლოდ მეგობრების კი არა, არც ერთი ადამიანის ქრომოსომებს არ ითვლიან.
პროექტის მიზანი კი დაუნის სინდრომის მქონე პირთა მიმართ არსებული სტიგმებისა და სტერეოტიპების დამსხვრევა, საზოგადოების სწორი ინფორმირება და ემპათიის გაღვივება გახლდათ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ბაღებისა და სკოლებისთვის კონკრეტული ვადები განისაზღვრა - დოკუმენტი
ხვალ სკოლების ნაწილში სწავლა არ განახლდება - უამინდობის გამო სააღმრზდელო პროცესი საბავშო ბაღებშიც შეწყდება
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
დირექციამ მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებსა და დამსწრე საზოგადოებას ლამაზი დღისთვის