მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულის საჯარო სკოლა ხელს უწყობს პედაგოგთა პროფესიულ განვითარებას. კვალიფიციური კადრი განათლების მაღალი ხარისხის გარანტი რომ არის, ეს კარგად იცის სკოლის დირექციამ, ამიტომაც მაქსიმალურად ცდილობენ პედაგოგთა ინტერესებიდან გამომდინარე ისინი ჩართულნი იყვნენ სხვადსხვა ტიპის თემატურ კონფერენციებში საგრანტო კონკურსებსა და ღონისძიებებში.
22 მარტს, თბილისში, სასტუმრო „ჯინჯერის“ საკონფერენციო დარბაზში გაიმართა საქართველოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული კონფერენცია - „ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ხელშეწყობა და სასკოლო საზოგადოებისათვის ახალი სერვისების შეთავაზება, დანერგვა და განვითარება“, რომელიც იყო საგრანტო პროექტში გაწეული მუშაობის შეფასება-შეჯამება.
საგრანტო პროექტი განხორციელდა „სკოლა-ლაბის“ „სკოლების გაძლიერების ინიციატივის“ მცირე გრანტების კონკურსის ფარგლებში, რომლის მიზანიც გახლდათ საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მასწავლებელთა პროფესიული ასოციაციების ჩართულობის გაზრდა განათლების რეფორმის პროცესში.
საპროექტო აქტივობები ხორციელდებოდა 2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის მარტის ჩათვლით.
ნაფარეულის საჯარო სკოლის სახელმწიფო ენის პედაგოგები აქტიურად იყვნენ ჩართულნი პროექტში, შვიდი თვის განმავლობაში ესწრებოდნენ ტრენინგებს, იღებდნენ საჭირო ინფორმაციასა და მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში ახორციელებდნენ. პროექტის დასასრულს მონაწილეობა მიიღეს შემაჯამებელ კონფერენციაში და წარადგინეს მოხსენება სახელწოდებით - „პრობლემაზე ორიენტირებული სწავლება - ვეიკის მეთოდი”. მომხსენებელი გახლდათ თამარ რამაზაშვილი.
სკოლის დირექცია პედაგოგებს წარმატებას ულოცავს.
„სკოლის სახელით მადლობას გიხდით გაწეული შრომისთვის და სკოლის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ბაღებისა და სკოლებისთვის კონკრეტული ვადები განისაზღვრა - დოკუმენტი
ხვალ სკოლების ნაწილში სწავლა არ განახლდება - უამინდობის გამო სააღმრზდელო პროცესი საბავშო ბაღებშიც შეწყდება
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
დირექციამ მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებსა და დამსწრე საზოგადოებას ლამაზი დღისთვის