სიახლეები
სკოლები

„გლობალური პრობლემების მათემატიკური მოდელები“ - ზვარეს საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი საპრეზენტაციო დავალებები 
01-04-2024
-
+


ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საჯარო სკოლაში საინტერესო დავალებების პრეზენტაცია გაიმართა, თემაზე - „გლობალური პრობლემების მათემატიკური მოდელები“. 

შეხვედრა, 26 მარტს მოეწყო და მას ხელმძღვანელობდა კონკურსის - „პროექტი ჩემს გაკვეთილზე“ გამარჯვებული, ამავე სკოლის მათემატიკის მასწავლებელი გუგული ანანიძე. 

შეხვედრაზე მოსწავლეებმა წარადგინეს საინტერესო სიტუაციები თემებიდან: „წყლის რესურსების დაცვა“, „ყინულის დნობა“, „მდგრადი განვითარების კონცეფცია“ და სხვა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, თითოეულ საპრეზენტაციო დავალებაში კონკრეტული სიტუაციის მიხედვით მოსწავლეებმა წარმოადგინეს მათ მიერ შექმნილი მათემატიკური მოდელები და ამოხსნები, სადაც ჩანდა მათემატიკური გამოანგარიშებები, მოსწავლეთა ხედვა და რეალური პრობლემები, რომლებიც საერთოა მსოფლიოსთვის. როგორც სკოლაში გვიყვებიან, ნააზრევიდან გამოჩნდა, რომ არ არსებობს მეცნიერების დარგი, სადაც მათემატიკა არ გამოიყენება.

აღსანიშნავია, რომ პრეზენტაციების წარდგენის შემდეგ თითოეულ პრეზენტატორს დაუსვეს შეკითხვები, რომელთგანაც ამომწურავი და საინტერესო პასუხები მიიღეს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, დაიგეგმა მომდევნო შეხვედრის სავარაუდო თემები და დრო. ღონისძიებამ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ბაღებისა და სკოლებისთვის კონკრეტული ვადები განისაზღვრა - დოკუმენტი

ხვალ სკოლების ნაწილში სწავლა არ განახლდება - უამინდობის გამო სააღმრზდელო პროცესი საბავშო ბაღებშიც შეწყდება


სკოლის დამლაგებლის ხელფასი ევროპასა და საქართველოში - განვითარებულ ქვეყანებში დამლაგებლის თვური ანაზღაურება 3000 დოლარამდეა 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

დირექციამ მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებსა და დამსწრე საზოგადოებას ლამაზი დღისთვის

ღონისძიება სომხური ენის პედაგოგის - კარინე ღაზარიანის ხელმძღვანელობით ჩატარდა

ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ მუსიკის პედაგოგი თამარ ლაგვილავა


საინტერესო

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

მასწავლებლების პროფესიული განვითარების ნაკლებობა, მოსწავლეთა ფსიქიკური ჯანმრთელობა... კიდევ რა გამოწვევები არსებობს განათლებაში

სიახლეები
საზოგადოება