მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლაში გაიმართა შემეცნებითი ხასიათის შეხვედრა, რომელშიც ქვედა ცაგერის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ.
შეხვედრა შემეცნებითი ხასიათის, შემოქმედებითი აქტივობებით დატვირთული იყო და ეძღვნებოდა П რიცხვის საერთაშორისო დღეს. ღონისძიებას მათემატიკის პედაგოგი მადონა ბენდელიანი ხელმძღვანელობდა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე საგანგებოდ იყვნენ მიწვეულნი ქვედა ცაგერის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები პედაგოგებთან ერთად.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება დატვირთული იყო საინტერესო პრეზენტაციებით, სახალისო შეჯიბრებებითა და აქტივობებით.
„დავასკვენით, რომ ჩვენს გარშემო მათემატიკური ჰარმონია სუფევს. მათემატიკა ყველა დეტალშია. სიახლით, სააზროვნო უნარებითა და სწავლა კეთებით მდიდარი დღე გამოვიდა“,- ასე შეფასდა შეხვედრა, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.
სკოლაში მადლიერებას გამოხატავენ პროექტის ავტორების: მადონა ბენდელიანისა და ზოია კოპალიანის მიმართ. ასევე, მადლობას უხდიან ქვედა ცაგერის საჯარო სკოლას მეგობრობისა და თანამშრომლობისათვის..
„გისურვებთ წინსვლას და წარმატებას, კვლავ!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ბაღებისა და სკოლებისთვის კონკრეტული ვადები განისაზღვრა - დოკუმენტი
ხვალ სკოლების ნაწილში სწავლა არ განახლდება - უამინდობის გამო სააღმრზდელო პროცესი საბავშო ბაღებშიც შეწყდება
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
დირექციამ მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებსა და დამსწრე საზოგადოებას ლამაზი დღისთვის