მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ამის დასტურია დანიური მეთოდით ჩატარებული გაკვეთილი, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, რომელიც ყვარელში, ილია ჭავჭავაძის მუზეუმში გაიმართა.
გაკვეთილი Iა კლასის მოსწავლეებისთვის მოეწყო, რომლებმაც ანბანის ყველა ასო-ბგერის შესწავლა წარმატებით დაასრულეს და ანბანის შემდგომ პერიოდზე გადავიდნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა მოძებნეს სიტყვები, სიტყვებისგან ააწყვეს წინადადებები და შემდეგ ტექსტი გაამთლიანეს.
გაკვეთილის ხელმძღვანელი პედაგოგი ქეთევან ოჩინსკი აღნიშნავს, რომ მისთვის მოსწავლეებთან მუშაობა მუდმივად ფორმაში ყოფნას ნიშნავს და ცდილობს მოსწავლეებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გაკვეთილები შესთავაზოს.
„მოსწავლეებთან მუშაობა ჩემთვის მუდმივად ფორმაში ყოფნას ნიშნავს, ამიტომაც ის ჩემთვის ყველაზე საინტერესო პროფესიაა, რომელიც ყოველდღიურად გიბიძგებს იმისკენ რომ განვითარდე, თანამედროვე ცოდნით აღიჭურვო და თვითგანვითარების სხვადასხვა გზები მოძებნო, რომ ყოველ გაკვეთილზე იყო საინტერესო. თანამედოვე მეთოდების სწავლა-სწავლებისთვის უდიდესი მადლობა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირს (სპმთპ)!“ - აღნიშნა პედაგოგმა.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ბაღებისა და სკოლებისთვის კონკრეტული ვადები განისაზღვრა - დოკუმენტი
ხვალ სკოლების ნაწილში სწავლა არ განახლდება - უამინდობის გამო სააღმრზდელო პროცესი საბავშო ბაღებშიც შეწყდება
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
დირექციამ მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებსა და დამსწრე საზოგადოებას ლამაზი დღისთვის