მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სენაკის N7 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და სპორტის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, ბავშვები სხვადასხვა სპორტულ აქტივობებსა და კონკურსებში დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.
მათ შორის იყო ქალაქ ფოთში გამართულ ხელბურთის რეგიონალური ჩემპიონატი, რომელშიც მოსწავლეები წარმატებით მონაწილეობდნენ და II საპრიზო ადგილი დაიკავეს.
მოსწავლეთა პედაგოგი აბესალომ იოსელიანი გახლდათ. ბავშვებს მასთან ერთად, ასევე სკოლის სხვა პედაგოგებიც გულშემატკივრობდნენ.
ხელბურთის რეგიონალური ჩემპიონატი, ფოთში, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის, საქართველოს განათლების მეცნიერების სამინისტროს და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და მათ წინსვლას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ბაღებისა და სკოლებისთვის კონკრეტული ვადები განისაზღვრა - დოკუმენტი
ხვალ სკოლების ნაწილში სწავლა არ განახლდება - უამინდობის გამო სააღმრზდელო პროცესი საბავშო ბაღებშიც შეწყდება
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
დირექციამ მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებსა და დამსწრე საზოგადოებას ლამაზი დღისთვის