გურძემის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის და ზვიად გამსახურდიას იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
01-04-2024
დაკოპირებულია
-
+
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გურძემის საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა საქართველოს ისტორიის სწავლებასა და მუდამ აღნიშნავენ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თარიღებს. მოსწავლეებს უნერგავენ პატრიოტიზმს, ასწავლიან რომ ქვეყნის ინტერესებისა და ღირებულებების დაცვა მნიშვნელოვანია და თითოული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა.
სკოლის კვალიფიციურ პედაგოგების ინიციატივითა და ორგანიზებით მუდმივად ხდება მოსწავლეთა სხვადასხვა ტიპის აქტივობებში ჩართულობა, მათთვის ქვეყნის სიყვარულის ჩანერგვა და იმის სწავლება, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს დამოუკიდებლობას. სწორედ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმს უკავშირდებოდა სკოლაში გამართული ღონისძიება, რომელშიც დიდი ინტერესით იყვნენ ჩარტულნი მოსწავლეები.
„29 მარტს, გურძემის საჯარო სკოლაში, სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა და სამოქალაქო კლუბის ხელმძღვანელმა, კახა ჯგერენაიამ ჩატარდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის და ზვიად გამსახურდიას იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება.
ღონისძიებაში, გურძემის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ ნახურცილავოს საჯარო სკოლის მოსწავლეებიც. მათ საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები წარმოადგინეს, წაიკითხეს ლექსები, ისაუბრეს რეფერენდუმის მნიშვნელობაზე, ზვიად გამსახურდიას ღვაწლსა და დამსახურებაზე ერისა და ქვეყნის წინაშე.
დიდი მადლობა - გურძემის საჯარო სკოლის დირექტორს ჯამბულ ცაგურიას, ნახურცილავოს საჯარო სკოლის დირექტორს ირმა ადამიას, გურძემისა და ნახურცილავოს საჯარო სკოლის პედაგოგიურ კოლექტივს და მშობლებს.
აღნიშნულმა ღონისძიებამ უდიდესი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა დამსწრე საზოგადოებაში“, - აღნიშნულია გურძემის საჯარო სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ღონისძიების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა: