მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ალექსანდრე შარაშიძე შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალის საჯარო სკოლის დირექტორია, რომლისთვისაც განვითარებაზე ზრუნვა და ცოდნის გაღრმავება პრიორიტეტული საკითხია. მოსწავლეებისთვის მისაბაძი ხელმძღვანელია, ამაყობს, როცა მისი მოსწავლეები წარმატებას აღწევენ, ახერხებს საგაკვეთილო პროცესში თითოეული მათგანი ჩართოს და სასურველ შედეგსაც, ერთობლივი ძალებით აღწევს - ბავშვობის ოცნებიდან სკოლის ხელმძღვანელობამდე დიდი გზა განვლო და დღეს დიადი გეგმებით, ახალი თაობების სამსახურში დგას.
Etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს დირექტორ ალექსანდრე შარაშიძესთან:
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- პედაგოგის ინტელექტი; მეგობრული ურთიერთობა მოსწავლეებთან; სისტემატიური მუშაობა ცოდნის დონის გაღრმავებაზე......
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- სწავლების მაღალ დონეზე დაყენებას. დროის მაქსიმალური გამოყენება საგაკვეთილო პროცესში და ყველა მოსწავლის ჩაბმა საქმიან ვითარებაში.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- ყოჩაღ. კარგი ბავშვი ხარ. გაქვს კარგი მომავალი.
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- მაქსიმალურად გამოვიყენებდი დროს, სპეციალობაში ცოდნის მაღალ დონეზე დაუფლებისათვის. აქტიურ მონაწილეობას მივიღებდი ყველა დაგეგმილ ღონისძიებაში.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- მისაბაძ ხელმძღვანელსა და მასწავლებელს, მათ სულსა და გულში ჩამწვდომს.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- მოსწავლეთა ყურადღება გაკვეთილის მსვლელობაში, ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში და მაღალი პროცენტი უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელებისა.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- ვყოფილიყავი ყოველმხრივ კარგი მოსწავლე. მაინტერესებდა პედაგოგიური განათლება ტექნიკურ საგნებში, რასაც მივაღწიე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებში ახალი საგანი შედის - „სამინისტრო ვალდებულია გადაამზადოს მასწავლებლები, დაამტკიცოს პროგრამები“
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.