სიახლეები
პიროვნება

„საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს მოსწავლეთა აქტიურ მონაწილეობას საგაკვეთილო პროცესში“- გუგული დავითაძე, ჭალის საჯარო სკოლის პედაგოგი
01-04-2024
-
+


გუგული დავითაძე შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალის საჯარო სკოლის პედაგოგია, რომლისთვისაც პროფესიისა და მოსწავლეების სიყვარული უმთავრესი ღირებულებებია, რაც მასწავლებელს უნდა გააჩნდეს. მიზანდასახული და კრეატიული მასწავლებლის გაკვეთილები ყოველთვის საინტერესოა ბავშვებისთვის, თავმდაბლობით გამოირჩევა და ცდილობს, რომ ყველა მოსწავლისთვის დადებითი პიროვნება იყოს - ამ ფასეულობებით კი, განათლების სადარაჯოზე დგას და ინტელექტუალურ თაობებს ზრდის. 

Etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს პედაგოგ გუგული დავითაძესთან: 

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- კრეატიული, მიზანდასახული, საგნისა და მოსწავლეების სიყვარული. 

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობა საგაკვეთილო პროცესში. 

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- ყოჩაღ, კარგია, შენ ამას შეძლებ. 

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- საკუთარი სურვილის, შესაძლებლობებისა და სიყვარულის მიხედვით ავირჩევდი პროფესიას. 

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- მგონი დადებითად. 

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- მოსწავლეებმა გაიმარჯვეს ოლიმპიადებში. მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა პროექტებში.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- პედაგოგობა და ბავშვებთან ურთიერთობა. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლებში ახალი საგანი შედის - „სამინისტრო ვალდებულია გადაამზადოს მასწავლებლები, დაამტკიცოს პროგრამები“

განათლების სამინისტროში რეორგანიზაციის დაწყება etaloni.ge-ს ოფიციალურად დაუდასტურეს

„იცვლება საშუალო საფეხურის მოწყობა“ - მე-11 და მე-12 კლასელების საყურადღებოდ!

ახალი საგნობრივი სტანდარტების მიხედვით განახლდება ყველა სასკოლო სახელმძღვანელო

როდის აღდგება სასწავლო/სააღმზრდელო პროცესი სკოლებისა და ბაღებისთვის

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება