მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო, შემეცნებით პროექტებსა და აქტივობებში აქტიურად ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.
მათ შორისაა მე-8 კლასის მოსწავლე ლუკა კონჯარია, რომელიც „აშშ-ევროკავშირის ახალგაზრდული სამიტი 2024-ში“ მონაწილეობდა როგორც ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის დელეგატი.
პროექტმა, როგორც აღნიშნავენ, გააერთიანა ახალგაზრდები, რომლებიც არაფორმალური განათლების მიღებით შეძლებენ საკუთარ ინტერესების, შესაძლებლობების, უნარების, ღირებულებების გაცნობიერებას, ცოდნის და კომპეტენციების გაუმჯობესებას.
„ამის დასტურია ლუკა კონჯარიას, უკვე როგორც სპიკერის მიწვევა, რომელმაც ჩაატარა ტრენინგი თემაზე : „დედამიწას ლაპარაკი რომ შეეძლოს“, - გვეუბნებიან სკოლაში.
მოსწავლის ლექციამ აუდიტორიის დაინტერესება გამოიწვია, რადგან ეკოლოგიური პრობლემები არ არის ლოკალური ის მსოფლიო გამოწვევაა, ლუკამ პრობლემის გადაჭრის მისეული გზები, ხედვა გააცნო აუდიტორიას.
ლექციის ბოლოს საუბრები კითხვა -პასუხის რეჟიმში წარიმართა. აუდიტორიას წარმოადგენდა როგორც მოსწავლეები ისე საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.
ასევე, აღსანიშნავია, რომ 6 აპრილს ჩანიშნულია ტრენინგი თემაზე - „ვიტამინების მნიშვნელობა“.
სასკოლო საზოგადოება ლუკა კონჯარიას წარმატებას ულოცავს და უსურვებს მრავალ საინტერესო პროექტებში მონაწილეობას და მათ განხორციელებას, თვითგანვითარების და პროფესიული ზრდის საშუალებას.
სამიტი სახელმწიფოს მასშტაბით აერთიანებს გამორჩეულ ახალგაზრდებს და აძლევს მათ შანსს:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ხვალ სკოლების ნაწილში სწავლა არ განახლდება - უამინდობის გამო სააღმრზდელო პროცესი საბავშო ბაღებშიც შეწყდება
სკოლის დამლაგებლის ხელფასი ევროპასა და საქართველოში - განვითარებულ ქვეყანებში დამლაგებლის თვური ანაზღაურება 3000 დოლარამდეა
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეებმა თანატოლების ნამუშევრები მოიწონეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
ეშტიის N2 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე შემაჯამებელ დავალებას თავი წარმატებით გაართვეს