მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და საგაკვეთილო პროცესში ჩართულობას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამის მაგალითია ისიც, რომ სკოლაში სხვადასხვა სახის ინტელექტუალური და შემეცნებითი სახის კონკურსები იმართება.
მათ შორის იყო ინტელექტუალური თამაში, რომელიც მე-6 კლასში, ვიქტორინის სახით წარიმართა.
თამაშში, ყველა საგნიდან იყო წარმოდგენილი თითო შეკითხვა.
აღსანიშნავია, რომ თამაშში პირველი ადგილი მოსწავლემ - ელენე კოკაიამ 7,5 ქულით დაიკავა, მეორე ადგილი თანაბარი 7 ქულით საბა ნაჭყებიამ, ლიზი ფუტკარაიამ, იოანა ქაჯაიამ და ანდრია ჯიჯელავამ გაინაწილეს. მესამე ადგილზე კი 6,5 ქულით ანა ახალაია გავიდა. მოსწავლეებს სიგელები გადაეცათ.
ბავშვებმა სწრაფი და ანალიტიკური აზროვნება გამოავლინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.
ღონისძიებას უძღვებოდნენ: ია კალანდია, მაია გოგია და მე-6 კლასის დამრიგებელი ნანა ახალაია.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიების მიზანი აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებით მოსწავლეთა მოტივირება იყო.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ხვალ სკოლების ნაწილში სწავლა არ განახლდება - უამინდობის გამო სააღმრზდელო პროცესი საბავშო ბაღებშიც შეწყდება
სკოლის დამლაგებლის ხელფასი ევროპასა და საქართველოში - განვითარებულ ქვეყანებში დამლაგებლის თვური ანაზღაურება 3000 დოლარამდეა
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეებმა თანატოლების ნამუშევრები მოიწონეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
ეშტიის N2 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე შემაჯამებელ დავალებას თავი წარმატებით გაართვეს