მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ანდრია რაზმაძის სახელობის, ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის პედაგოგები, მუდმივად ზრუნავენ პროფესიულ განვითარებაზე და წარმატებით მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსებშიც.
ახლახან, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებლებისთვის კონკურსი ჩაატარა შვეიცარიის ქ. ჟენევაში მდებარე ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN -European Organization for Nuclear Research) ერთკვირიან სტაჟირებაზე გასაგზავნად.
აღსანიშნავია, რომ კონკურსის შედეგად შეირჩნენ ფიზიკის მასწავლებლები საჯარო სკოლებიდან და მათი სტაჟირება სრულად დააფინანსა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა.
გამარჯვებულებს შორის გახლავთ ანდრია რაზმაძის სახელობის, ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის პედაგოგი გიორგი მემანიშვილი, რომელიც კონკურსის პირობისამებრ, ერთი კვირით (17-24 მარტი) იმყოფებოდა შვეიცარიაში, ჟენევაში მდებარე ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში; მასთან ერთად იყო სკოლის დირექტორი გენადი მარგველაშვილი.
სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ აღნიშნული დრო საქართველოდან ჩასული მასწავლებლებისათვის საინტერესო და შთაბეჭდილებებით სავსე იყო. მათ ჩაუტარდათ სასწავლო ლექციები თანამედროვე ფიზიკის საკითხებზე ცერნში მოღვაწე ქართველი და უცხოელი ფიზიკოსების მიერ. მოუსმინეს ქართველ ფიზიკოსებს: ირაკლი მინაშვილს, ალექსი მესტვირიშვილს, გივი სეხნიაშვილს, ასევე ქალაქ ბერნის ერთ-ერთი კოლეჯის ფიზიკის ქართველ მასწავლებელ ირმა მგელაძეს; პედაგოგები ასევე გაეცნენ ფიზიკის სწავლების მისეულ მეთოდს. დაათვალიერეს სხვადასხვა ლაბორატორიები, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი, ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში. სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა მოინახულეს ქალაქის მუზეუმები და ღირსშესანიშნაობები.
სტაჟირების დასასრულს მასწავლებელთა პროგრამის ხელმძღვანელმა ჯეკ ვაინერმა მონაწილეებს გადასცა სერტიფიკატები.
„შვეიცარიაში გატარებული ერთი კვირა აუცილებლად სასიკეთოდ წაადგება გიორგის მოსწავლეებს“, - ასე აფასებენ სკოლაში ფიზიკის პედაგოგის, გიორგი მემანიშვილის წარმატებას.
იხილეთ ფოტოები:20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ხვალ სკოლების ნაწილში სწავლა არ განახლდება - უამინდობის გამო სააღმრზდელო პროცესი საბავშო ბაღებშიც შეწყდება
სკოლის დამლაგებლის ხელფასი ევროპასა და საქართველოში - განვითარებულ ქვეყანებში დამლაგებლის თვური ანაზღაურება 3000 დოლარამდეა
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეებმა თანატოლების ნამუშევრები მოიწონეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
ეშტიის N2 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე შემაჯამებელ დავალებას თავი წარმატებით გაართვეს