მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ილია ქვარცხავას სახელობის, ხობის მუნიციპალიტეტის, გაღმა საჯიჯაოს საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და პროფესიონალი პედაგოგები, დირექციის მხარდამხარ, მაქსიმალურად ცდილობენ, მოსწავლეებმა მიიღონ არა მხოლოდ საგნობრივი ცოდნა, არამედ სრულფასოვნად ჩაერთონ სასკოლო ცხოვრებაში.
სწორედ ამ მიზნით, გაღმა საჯიჯაოს საჯარო სკოლაში ყოველი დღე მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული და მოსწავლეებიც მნიშვნელოვან თარიღებს საინტერესო ღონისძიებებით ეხმაურებიან.
ამის დასტურია მარტში ჩატარებული აქტივობებიც, რომლებმაც მოიცვა საგაზაფხულო დღესასწაულებით დაწყებული, ტყის დაცვის საერთაშორისო დღით დასრულებული, ყველა მნიშვნელოვანი თარიღი.
„მარტის თვე განსაკუთრებით დატვირთული იყო ილია ქვარცხავას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის, გაღმა საჯიჯაოს საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის“, - გვიამბობენ სკოლაში და იმ ემოციებს გვიზიარებენ, რომელიც 3 და 8 მარტს ჩატარებულმა ღონისძიებებმა სასკოლო საზოგადოების თითოეულ წარმომადგენელს დაუტოვა: „დღესასწაულმა საოცარი ემოციებით ჩაიარა დღემ, სასიამოვნო აქტივობებმა კი კიდევ ერთხელ გაუთბო დედებს გულები“.
გაღმა საჯიჯაოს საჯარო სკოლაში ყურადღების მიღმა არც 14 მარტი - მდინარეების დაცვის საერთაშორისო დღე დარჩენილა, რომლის ფარგლებშიც, ჯერ ღია გაკვეთილი ჩაატარა გეოგრაფიის მასწავლებელმა, შემდეგ კი მოსწავლეებმა მდინარის მიმდებარე ტერიტორია ნარჩენებისაგან დაასუფთავეს.
14 მარტი ასევე п რიცხვის საერთაშორისო დღეა, რომლის აღსანიშნადაც მათემატიკის პედაგოგმა მოსწავლეებს გააცნო საინტერესო ფაქტები და ესაუბრა ამ დღის მნიშვნელობაზე; ბავშვებმა შეასრულეს სხვადასხვა სახალისო ამოცანები და შეიტყვეს, თუ რატომაა მნიშვნელოვანი ამ დღის აღნიშვნა.
21 მარტს, ტყის დაცვის საერთაშორისო დღეს კი მუსიკის მასწავლებელმა ჯერ ტრენინგი ჩაატარა აღნიშნულ საკთხზე და ხოლო შემდეგ, მოსწავლეებთან ერთად, მრავალი სახეობის ნერგით გაამდიდრა სკოლის ეზო.
22 მარტს წყლის რესურსების საერთშორისო დღეა, რომლის ფარგლებში ქართულის მასწავლებელმა ჩაატარა სემინარი და კიდევ ერთხელ შეახსენა მოსწავლეებს წყლის მნიშვნელობა ცოცხალი ორგანიზმებისთვის.
ასეთი მრავალფეროვანი გახლდათ მარტი გაღმა საჯიჯაოს საჯარო სკოლაში; აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ აპრილის აქტივობებისთვის მზადება უკვე დაწყებულია და სკოლაში იმედოვნებენ, რომ მათში მოსწავლეები ასეთივე ენთუზიაზმით ჩაერთვებიან და თითოეულ აქტუალურ საკითხს სიღრმისეულად გაიაზრებენ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ხვალ სკოლების ნაწილში სწავლა არ განახლდება - უამინდობის გამო სააღმრზდელო პროცესი საბავშო ბაღებშიც შეწყდება
სკოლის დამლაგებლის ხელფასი ევროპასა და საქართველოში - განვითარებულ ქვეყანებში დამლაგებლის თვური ანაზღაურება 3000 დოლარამდეა
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეებმა თანატოლების ნამუშევრები მოიწონეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
ეშტიის N2 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე შემაჯამებელ დავალებას თავი წარმატებით გაართვეს