მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის აღნიშვნას დიდი ენთუზიაზმით შეუერთდა.
ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლის ეკო და სამოქალაქო კლუბის წევრები (ლიდერი მასწავლებლები - ელისო მაწკეპლაძე და ნათია ხორხომელიძე) ქალაქ ქუთაისის რეაბილიტაციის ცენტრ „ნაიოს“ ესტუმრნენ. ცენტრის ხელმძღვანელი ზაზა პატარიძე მოსწავლეებს ესაუბრა სსსმ ბავშვთა საჭიროებების და გამოცდილების შესახებ, თუ როგორია ქართულ საზოგადოებაში დაუნის სინდრომის მქონე პირთა ყოველდღიურობა, რა გამოწვევების წინაშე დგანან ისინი და რა სახის ბარიერები ექმნებათ საზოგადოებასთან.
„ცენტრის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის დაწესება გამოწვეულია დაუნის სინდრომის მქონე პირთა მიმართ არსებული სტიგმებითა და სტერეოტიპებით მთელ მსოფლიოში. საზოგადოების მხრიდან სტიგმები და გაუცხოება კი განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობა საქართველოში. პრობლემაა სსსმ ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტთა სიმცირეც“, - გვიყვებიან სკოლაში.
მოსწავლეებმა მასპინძლებს დაუსვეს შეკითხვები, გაიმართა დისკუსია. ბოლოს კლუბის წევრებმა მასპინძლებს ბავშვებისათვის საკანცელარიო ნივთები - წიგნები, ფერადი ფურცლები, ლოტოები გადასცეს.
„მადლობა რეაბილიტაციის ცენტრ „ნაიოს“ ხელმძღვანელებს, სპეცპადაგოგებს... საინტერესო შეხვედრისთვის!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. ეს დღე დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. ის მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში 2012 წლიდან აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ხვალ სკოლების ნაწილში სწავლა არ განახლდება - უამინდობის გამო სააღმრზდელო პროცესი საბავშო ბაღებშიც შეწყდება
სკოლის დამლაგებლის ხელფასი ევროპასა და საქართველოში - განვითარებულ ქვეყანებში დამლაგებლის თვური ანაზღაურება 3000 დოლარამდეა
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეებმა თანატოლების ნამუშევრები მოიწონეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
ეშტიის N2 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე შემაჯამებელ დავალებას თავი წარმატებით გაართვეს