მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ეკოცნობიერების და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ზრუნავენ.
ამჯერად, Iგ კლასის მოსწავლეებმა კლასის დამრიგებლის - თეა ხურციძის ხელმძღვანელობით, გამართეს სასწავლო აქტივობა - „მოვიაროთ და დავიცვათ გარემო“.
აღსანიშნავია, რომ აქტივობებში მოსწავლეები დიდი ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ.
მოსწავლეებმა დაასუფთავეს სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია. ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ გარემოს დაცვა უპირველესი მოქალაქეობრივი მოვალეობაა და პირობა დადეს, რომ თავადაც იზრუნებენ სკოლისა და გარემოს სისუფთავეზე.
მოსწავლეებმა სკოლის ეზოში გაითამაშეს სიმულიაციური თამაში - ტელეგადაცემა „ჩვენი სკოლის ამბები“, სახალისოდ მოირგეს ტელეწამყვანებისა და ჟურნალისტების როლები, პირდაპირი ეთერის ინსცენირება მოაწყვეს.
სკოლაში მადლობას უხდიან ღონისძიების მთავარ მონაწილეებსა და მათ დამრიგებელს და იმედოვნებენ, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები მომავალშიც არაერთხელ გაიმართება.
სკოლაში გააზრებული აქვთ, რომ მსგავსი სახის აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებისა და ცნობიერების ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია და ამ აქტივობებმა მოსწავლეებს სხვადასხვა კუთხით დაანახა აღნიშნული საკითხი და თემა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ხვალ სკოლების ნაწილში სწავლა არ განახლდება - უამინდობის გამო სააღმრზდელო პროცესი საბავშო ბაღებშიც შეწყდება
სკოლის დამლაგებლის ხელფასი ევროპასა და საქართველოში - განვითარებულ ქვეყანებში დამლაგებლის თვური ანაზღაურება 3000 დოლარამდეა
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეებმა თანატოლების ნამუშევრები მოიწონეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
ეშტიის N2 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე შემაჯამებელ დავალებას თავი წარმატებით გაართვეს