მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განწყობისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო ღონისძიებები იმართება.
მათ შორის იყო VI კლასში გაზაფხულის შემობრძანებასთან დაკავშირებით ჩატარებული საინტერესო აქტივობა (საკლასო სამუშაო), რომლის ხელმძღვანელი ისტორიის და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ანნა პეტროსიანი გახლდათ.
მოსწავლეებმა აირჩიეს საგაზაფხულო ფერები და დაყვეს ფერთა ჯგუფებად.
მათ გამოარჩიეს ყვითელი, წითელი, მწვანე და შავი ფერები - გაზაფხულის გამოღვიძების ფერები. ბავშვებმა ასევე შეაგროვეს სხვადასხვა ფერის ყუთები. შემდეგ კი ისაუბრეს, რა კავშირი აქვს ამ ფერებს ბუნებასთან.
„გაზაფხული შემობრძანდა, ბუნება მრავალფრად შეიმოსა. ბუნებასთან უშუალო შეხება უვითარებს ბავშვს შექმნის, მშვენიერის ერთბაშად შემჩნევისა და ფერთა ჩრდილების შეგრძნების უნარს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მსგავსი აქტივობები მოსწვლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებასა და საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ხვალ სკოლების ნაწილში სწავლა არ განახლდება - უამინდობის გამო სააღმრზდელო პროცესი საბავშო ბაღებშიც შეწყდება
სკოლის დამლაგებლის ხელფასი ევროპასა და საქართველოში - განვითარებულ ქვეყანებში დამლაგებლის თვური ანაზღაურება 3000 დოლარამდეა
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეებმა თანატოლების ნამუშევრები მოიწონეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
ეშტიის N2 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე შემაჯამებელ დავალებას თავი წარმატებით გაართვეს