მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N115 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეებში ტოლერანტობის გაღვივებასა და სხვადსხვა მნიშვნელოვან საკითხზე მათი ცნობიერების ამაღლებას.
სკოლაში, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებთან შემეცნებითი ხსიათის შეხვედრა ჩატარდა.
სკოლაში, საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა მოკლემეტრაჟიანი ფილმი ნახეს, რომელიც შეეხებოდა დაუნის სინდრომის მქონე პირის დამოუკიდებელ ცხოვრებას.
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს, კი ნახეს ვიდეორგოლი თუ როგორ ხედავენ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს მათი დედმამიშვილები.
შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს სტერეოტიპებზე, საზოგადოებაში გავრცელებულ მითებსა და რეალობაზე.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი დისკუსიაში, გამოთქვამდნენ საკუთარ მოსაზრებას და ასევე, შეიძინეს დამატებითი ინფორმაცია საკითხის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ შეხედრაზე გამოიკვეთა მითებისა და რეალობის მნიშვნელოვანი მაგალითები და გამოიფინა საინფორმაციო დაფაზე, სასკოლო საზოგადოების ყველა წევრისათვის.
ასევე დამრიგებლებს მიეწოდათ რესურსები კლასის საათზე დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებისთვის აქტივობების დასაგეგმად.
აღსანიშნავია, რომ დაგეგმილ აქტივობებს დიდი მხარდაჭერა გაუწია სკოლის დირექციამ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ხვალ სკოლების ნაწილში სწავლა არ განახლდება - უამინდობის გამო სააღმრზდელო პროცესი საბავშო ბაღებშიც შეწყდება
სკოლის დამლაგებლის ხელფასი ევროპასა და საქართველოში - განვითარებულ ქვეყანებში დამლაგებლის თვური ანაზღაურება 3000 დოლარამდეა
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეებმა თანატოლების ნამუშევრები მოიწონეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
ეშტიის N2 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე შემაჯამებელ დავალებას თავი წარმატებით გაართვეს