მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ და აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, სკოლაში, თვითმმართველობის დღე ჩატარდა.
„ეს მოსწავლეთათვის მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, რადგან მათ ერთი დღით მოირგეს სკოლის სტრუქტურული ერთეულების როლი და დამოუკიდებლად მართეს სასკოლო ცხოვრების თითოეული ასპექტი“, - აღნიშნავენ სკოლაში.
ბავშვები დიდი ენთუზიაზმითა და ხალისით ჩაერთნენ აქტივობებში. მათ შესაძლებლობა მიეცათ განევითარებინათ ლიდერული უნარები.
მოსწავლეებმა დაკისრებულ მოვალეობებს ღირსეულად გაართვეს თავი.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დღის ბოლოს დაღლილები, ამაყები და ბედნიერები დიდი ემოციებით უზიარებდნენ თავიანთ გამოცდილებას ერთმანეთსა და სკოლის თანამშრომლებს.
თითოეულმა მონაწილემ სხვა თვალით დაინახა სკოლა, მასწავლებლის პროფესია, სკოლის ხელმძღვანელისა და ადმინისტრაციის როლი.
„მეგობრებო, თქვენ ხართ ჩვენი საამაყო და ღირსეული მომავალი. მადლობა გაწეული შრომისა და პასუხისმგებლობისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ხვალ სკოლების ნაწილში სწავლა არ განახლდება - უამინდობის გამო სააღმრზდელო პროცესი საბავშო ბაღებშიც შეწყდება
სკოლის დამლაგებლის ხელფასი ევროპასა და საქართველოში - განვითარებულ ქვეყანებში დამლაგებლის თვური ანაზღაურება 3000 დოლარამდეა
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეებმა თანატოლების ნამუშევრები მოიწონეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
ეშტიის N2 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე შემაჯამებელ დავალებას თავი წარმატებით გაართვეს