მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლაში“ ეროვნული ღირებულებების მქონე თაობა იზრდება, მათი პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე კი დირექცია და პედაგოგები ზრუნავენ, რომლებიც მოწაფეებს ამ მიმართულებით არაერთ ღონისძიებას სთავაზობენ.
„1991-1993 და 2008 წლების ეთნოკონფლიქტის შემდეგ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია; ოკუპანტების მიერ ხელოვნურად შექმნილი მავთულხლართების შიგნით არც თუ ისე ცოტა ქართული სოფლების ნაწილი მოექცა, რაც ოფიციალური ტერმინოლოგიით ბუფერულ ზონებად იწოდება. აღნიშნულ ზონებში ცხოვრება და არსებობა ბევრ სირთულეს უკავშირდება. მიუხედავად ამისა, სოფელ ხურვალეთის სკოლა პირუთვნელად აგრძელებს საკუთარ საქმიანობას“,- გვეუბნებიან სკოლაში, სადაც სწორედ ხურვალეთის სკოლასთან თანამშრომლობით საინტერესო პროექტი განხორციელდა.
პროექტის მიზანი იყო, მოსწავლეები გაცნობოდნენ ადგილობრივი თანატოლების სასკოლო ცხოვრებას, საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას, გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილებები, მიღწევები და საფუძველი ჩაეყარათ მომავალი მეგობრობისთვის, რაც გულისხმობს როგორც მორალურ, ისე მატერიალურ მხარდაჭერას. ემსჯელათ, რა შედეგებს მოუტანდა იგი იმ სოციალურ ჯგუფსა თუ სახელმწიფოს, ვისთვისაც იყო გამიზნული.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პროექტის მდგრადობას განსაზღვრავს მომავალში დაგეგმილი აქტივობები, რომელიც მიზნად ისახავს სოფელ ხურვალეთის საჯარო სკოლის მოსწავლეების მიწვევას ქართულ-ამერიკულ სკოლაში და ერთობლივი მასტერკლასების ჩატარებას.
„პროექტის განხორციელების შედეგად მოსწავლეებს განუვითარდებათ ეროვნული ღირებულებების პატივისცემის, სოციუმთან ურთიერთთანამშრომლობის უნარ-ჩვევები“,- დასძენენ სკოლაში.
პროექტის ფარგლებში სკოლაში მოეწყო მოსწავლეთა ნამუშევრების, კულინარიული ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ამ პროცესში აქტიურად იყვნენ ჩაბმული როგორც მოსწავლეები, ისე მათი მშობლები და მთელი სასკოლო საზოგადოება. შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდა სოფელ ხურვალეთის საჯარო სკოლისთვის შესაძენ სამახსოვრო საჩუქრებს.
სასკოლო საზოგადოების ვიზიტი სოფელ ხურვალეთში 29 მარტს მოეწყო. შეხვედრის ფორმატი იტერაქციულ ხასიათს ატარებდა.
მოსწავლეებმა ერთობლივად განახორციელეს სახალისო-შემეცნებითი აქტივობები; შეასრულეს მხატვრული ნომრები; გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები; შეხვედრა იყო დატვირთული დადებითი ემოციებით.
ხურვალეთის საჯარო სკოლას საჩუქრად გადაეცა პროექტორი, პერსონალურად ადმინისტრაციისგან კი - ლეპტოპი, ასევე, „ქართულ-ამერიკული სკოლის“ მე- 7 კლასის მოსწავლის - მარიტა გურგენიძის შესრულებული ნახატი.
დასასრულს, ქართულ-ამერიკული სკოლასა და საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთის საჯარო სკოლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა და გაიდო მეგობრობის ხიდი.
პროექტის ავტორი - ირმა თითირაშვილი გახლავთ, პროექტის თანამონაწილეები კი - სოფიო ბაჩილავა, ნინო გორხელაშვილი, ნინო გაჩავა, სასკოლო საზოგადოება, მოსწავლეთა მშობლები.
პროექტი „ქართულ-ამერიკული სკოლის“ ადმინისტრაციის მხარდაჭერით განხორციელდა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ხვალ სკოლების ნაწილში სწავლა არ განახლდება - უამინდობის გამო სააღმრზდელო პროცესი საბავშო ბაღებშიც შეწყდება
სკოლის დამლაგებლის ხელფასი ევროპასა და საქართველოში - განვითარებულ ქვეყანებში დამლაგებლის თვური ანაზღაურება 3000 დოლარამდეა
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეებმა თანატოლების ნამუშევრები მოიწონეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
ეშტიის N2 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე შემაჯამებელ დავალებას თავი წარმატებით გაართვეს