მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს ურთიერთპატივისცემას“,- ამბობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭივჭავის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი პედაგოგი გულთამზე ბენდელიანი. მისთვის წარმატებული და მოტივირებული თაობების აღზრდა პრიორიტეტია.
ამისთვის კი, გაკვეთილზე სხვადასხვა მიდგომას იყენებს. მისი აზრით, კარგი მასწავლებელი პროფესიონალი და მისაბაძი უნდა იყოს. გულთამზე ბენდელიანმა ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე etaloni.ge-ს ბლიც-ინტერვიუში ისაუბრა.
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- პროფესიონალიზმი, ხედავდეს მოსწავლის შესაძლებლობებს, იყოს მისაბაძი (ავტორიტეტი) მოსწავლეებისათვის, მშობლებისათვის და სათემო საზოგადოებისათვის.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- ურთიერთპატივისცემას.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- მე შენი მჯერა.
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- მაქსიმალურად გამოვიყენებდი სკოლის რესურსსა და დროს.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- როგორც მესაიდუმლეს, უფროს მეგობარსა და მრჩეველს.
- ყველაზე დიდი წარმატება, რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- ჩემი მოსწავლეების წარმატებული კარიერა.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- სიახლეები.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რკინიგზის ცნობით, უბედური შემთხვევა მოხდა ბათუმის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე
სააღდგომოდ ოჯახები 150 ან 300 ლარს მიიღებენ - ცვლილება მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილ და ომის ვეტერანთა ოჯახებს ეხება
ბაღებში სააღდგომოდ „პრემიები“ დარიგდება - ფულადი ჯილდოს შესახებ ინფორმაციას თბილისის ბაღების სააგენტო ადასტურებს
„მასწავლებლად ალბერტ აინშტაინს ავირჩევდი, რადგან მისი ხედვა ცოდნასა და შემოქმედებაზე შთამაგონებელია“...
საღამოს საჯარო სკოლაში ვან გოგის დაბადების დღის აღსანიშნავად მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
კვირეულს I-II კლასების მოსწავლეები პედაგოგებთან: ნათია მეფარიშვილსა და ნინო სალიასთან ერთად შეუერთდნენ