მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში კვლავ საზეიმო გარემოა. სკოლის მოსწავლეებს საქართველოს ეროვნულმა ნაკრების ისტორიული გამარჯვებისგან გამოწვეული ემოციები ჯერ კიდევ არ განელებიათ.
„ემოციები რაც მივიღეთ დღესაც არ განელებულა და დარწმუნებული ვართ, კიდევ კარგა ხანს გაგვყვება“, - აღნიშნავენ სკოლაში.
სკოლაში, განხილვის საგანი ისევ ფეხბურთი და ქართველი ფეხბურთელები არიან. სწორედ ამიტომ, სკოლაში კლასის საათი ჩატარდა თემაზე - „ვამაყობ, რომ ქართველი ვარ!“
გაკვეთილზე, მოსწავლეებმა პრეზენტაციები წარადგინეს, არა მხოლოდ ფეხბურთელების, არამედ ცნობილი ქართველი სპორტსმენების (ირმა ხეცურიანი, ჯუმბერ ლეჟავა, ხვიჩა კვარაცხელია, ნიკოლოზ ბასილაშვილი, ილია თოფურია, შოთი და რეზი არველაძეები) შესახებ, რომლებმაც არაერთხელ ასახელეს სამშობლო მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.
მათ ასევე თემატური კედლის გაზეთი შექმნეს, სადაც ცოდნა და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ხალისითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.
26 მარტი - საქართველოს საფეხბურთო ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა, ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ხვალ სკოლების ნაწილში სწავლა არ განახლდება - უამინდობის გამო სააღმრზდელო პროცესი საბავშო ბაღებშიც შეწყდება
სკოლის დამლაგებლის ხელფასი ევროპასა და საქართველოში - განვითარებულ ქვეყანებში დამლაგებლის თვური ანაზღაურება 3000 დოლარამდეა
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეებმა თანატოლების ნამუშევრები მოიწონეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
ეშტიის N2 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე შემაჯამებელ დავალებას თავი წარმატებით გაართვეს