სიახლეები
სიახლეები

„პედაგოგებს არა კვალიფიკაციის და გამოცდილების, არამედ რუსული ენის ცოდნის მიხედვით ასაქმებენ“ - რა ვითარებაა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე
04-04-2024
-
+


სახლახო დამცველის 2023 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ტერიტორიებზე ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესს გამოწვევად რჩება. ოკუპირებული გალისა და ახალგორის ყველა სკოლაში, დაწყებით კლასებში სრულად აიკრძალა ქართულ ენაზე სწავლება და მშობლიური ენა, უცხო ენისა და ლიტერატურის საგნად გადაკეთდა.  გამოწვევაა მასწავლებელთა კვალიფიკაცია. 

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა ოკუპირებული გალის რაიონში პედაგოგთა კვალიფიკაციის საკითხიც. იქიდან გამომდინარე, რომ მათ ეკრძალებათ ქართულად გაკვეთილის ჩატარება, სამსახურში აჰყავთ არა პედაგოგიური კვალიფიკაციისა და გამოცდილების, არამედ რუსული ენის ცოდნის მიხედვით. მიზანმიმართულად მიმდინარეობს ქართული განათლების მქონე კადრების ჩანაცვლება სოხუმის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ახალგაზრდებით. კვლავაც კატეგორიულად იკრძალება საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის სწავლება. ნაცვლად ამისა, ასწავლიან რუსულ ენაზე დაბეჭდილ აფხაზეთის ისტორიას, რუსი ავტორების მიერ შექმნილ რუსეთის ისტორიას. სასკოლო ბიბლიოთეკებში აკრძალულია ქართული ენციკლოპედიებისა თუ კლასგარეშე საკითხავი სხვადასხვა ლიტერატურის შენახვაგამოყენებაც.

სახალხო დამცველი, წლებია, საუბრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომუშავე მასწავლებლების პროფესიული გადამზადებისა და განვითარების მნიშვნელობაზე. ამ კუთხით, 2023 წელი დადებითად უნდა შეფასდეს. საანგარიშო პერიოდში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან 445 მასწავლებელი გადაამზადა. 

რაც შეეხება ოკუპირებულ ახალგორს ამ ეტაპზე, ფუნქციონირებს მხოლოდ 6 ქართული სკოლა. აქედან, 5 სკოლაში მშობლიურ ენაზე სწავლა მიმდინარეობს მხოლოდ მე-11 კლასში. დანარჩენ შემთხვევაში ქართული ენა ისწავლება, როგორც უცხო ენის საგანი. 2023
სასწავლო წლის მონაცემებით, ახალგორის ქართულ სკოლებში, ჯამურად 36 მოსწავლე ირიცხება და 91 პედაგოგია დასაქმებული. 2022 წელს 53 მოსწავლე და 108 პედაგოგი იყო. ყოველივე ეს მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესებაზე მიუთითებს“ - აღნიშნულია დოკუმენტში.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის

საქართველოში მოსწავლეთა 11.3%, ელექტრონულ სიგარეტს, 11.6% კი თამბაქოს მოიხმარს - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

განათლებული მასწავლებელი ინვესტიციაა განათლებულ მომავალში

რა ცვლილებები შეეხება ადგილობრივ სკოლამდელ დაწესებულებებს ცნობილია

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

როგორც სკოლაში გვითხრეს, პროექტი ტრადიციად იქვევა 

16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება 

მოსწავლეებმა თავიანთი ნიჭიერების წყალობით, სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს

ეს დღე კი, მოსწავლეებისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა

საინტერესო

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

სიახლეები
საზოგადოება