მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიმართულებით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
მათ შორის საინტერესოა ევროპელი ავტორების დღის აღსანიშნავი ღონისძიება.
ბახვის საჯარო სკოლაში, ამ დღისთვის მოსწავლეები სპეციალურად მოემზადნენ, მათ შეარჩიეს ნაწარმოებები, რომლებსაც აუდიტორიის წინაშე წაიკითხავდნენ, აღსანიშნავია, რომ ინგლისურენოვანი მწერლების ნაწარმოებები მოსწავლეებმა დედანში ამოიკითხეს.
კერძოდ ეპიზოდები ჯოან როულინგის - „ჰარი პოტერიდან“ და დიკენსის „დავით კოპერფილდიდან“, მოსწავლეებმა ისაუბრეს გერმანულენოვანი ქართველი მწერლის ნინო ხარატიშვილის შემოქმედებაზეც.
25 მარტს, ევროპის მასშტაბით ტარდება ევროპელი ავტორების დღის აღსანიშნავი სხვადასხვა ღონისძიება, რაც მოიცავს სხვადასხვა წიგნების განხილვებს, ლიტერატურულ საღამოებს, ავტორების ვიზიტებს სკოლებში, ბიბლიოთეკებსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ოლიმპიადის მეორე ტურის საბოლოო შედეგები ცნობილია - ვინ გადავა III ტურში
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კონფერენციის მთავარი თემა იყო - პროექტული სწავლება
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე