მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლის პედაგოგები არა მხოლოდ მოსწავლეთა საგნობრივ განათლებაზე, არამედ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მათი ცნობიერების ამაღლებასა და თვალსაწიერის გაფართოებაზე ზრუნავენ.
აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეს, სპეციალურმა მასწავლებელმა ნანა ბაჯელიძემ სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა ჩაატარა. აქტივობას ესწრებოდნენ სამოქალაქო განათლებისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებლები.
პედაგოგმა ბავშვებთან ერთად აუტიზმზე არსებული სტერეოტიპები დაამსხვრია. მოსწავლეებმა მცდარ მოსაზრებებს ფაქტები დაუპირისპირეს და ახალი ცოდნა და ინფორმაცია შეიძინეს.
2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ გამოაცხადა.
აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რომელ საგნებს უნდა მიეთითოს გაუქმება ან წაშლა და რა თარიღით უნდა ასახოთ საგანი, რომელც II სემესტრიდან ისწავლება
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა ახალი წელი იზეიმეს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება