მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ და აქტიურად მიმდინარეობს. სკოლაში, სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებითი სახის ღონისძიება იმართება.
ამჯერად, სკოლაში, ევროპელი ავტორების დღე საინტერესო აქტივობებით აღინიშნა.
პედაგოგებმა: ელისო მაწკეპლაძემ და ასმათი დათიაშვილმა, თავიანთ მოსწავლეებთან ერთად, სკოლის ბაზაზე განახორციელეს სხვადასხვა აქტივობა.
მათ გამართეს პრეზენტაცია თემაზე - „ევროპელი მწერლები და მათი შემოქმედების გავლენა კულტურის განვითარებაზე“ და დამსწრე საზოგადოების წინაშე წარადგინეს. მოსწავლეებმა ასევე საყვარელი ავტორების შესახებ ისაუბრეს და მათი ნაწარმოებები განიხილეს.
ბავშვებმა ანა ფრანკის დღიურის ეპიზოდები ქართულ და ინგლისურ ენებზე წაიკითხეს, შემდგომ კი იმსჯელეს.
აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ინტერესითა და მონდომებით მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში, ასევე შოთა რუსთაველის უკვდავი პოემა „ვეფხისტყაოსნის“ სტროფების წაკითხვა ქართულ და ინგლისურ ენებზე დაიგეგმა.
25 მარტს ევროპელი ავტორების დღე აღინიშნება. ამ დღის აღსანიშნავად, ევროპის მასშტაბით იგეგმება სხვადასხვა ღონისძიება, რომლებიც მოიცავს სხვადასხვა წიგნის განხილვას, ლიტერატურულ საღამოებს, ავტორების ვიზიტებს სკოლებში, ბიბლიოთეკებსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ხვალ სკოლების ნაწილში სწავლა არ განახლდება - უამინდობის გამო სააღმრზდელო პროცესი საბავშო ბაღებშიც შეწყდება
სკოლის დამლაგებლის ხელფასი ევროპასა და საქართველოში - განვითარებულ ქვეყანებში დამლაგებლის თვური ანაზღაურება 3000 დოლარამდეა
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეებმა თანატოლების ნამუშევრები მოიწონეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
ეშტიის N2 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე შემაჯამებელ დავალებას თავი წარმატებით გაართვეს