მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარების მიზნით, არაერთი საინტერესო ღონისძიება ეწყობა.
ამჯერად, IX გ კლასში, სადაც როგორც სკოლაში გვიყვებიან, ისტორია განსაკუთრებით უყვართ, თემაზე: „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა - რა ფასეულობებს ეფუძნებოდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა.
აღნიშნული კლასის დამრიგებელი ს.ქობალია, ხოლო ისტორიის მასწავლებელი ფ.გიორხელიძე გახლავთ.
მოსწავლეებმა, კლასში, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და მათ შესახებ პრეზენტაციები გააკეთეს. მათ ასევე თანამედროვე კონსტიტუციასთან პარალელი გაავლეს და ცოდნა წარმოაჩინეს.
„მოვისმინეთ აკაკის, სოფოს, ლიზის პრეზენტაციები, დავამუშავეთ დამოუკიდებლობის აქტი და საქართველოს პირველი კონსტიტუციის ზოგიერთი თავი, პარალელებიც გავავლეთ თანამედროვე კონსტიტუციასთან, დემოკრატიაზე საუბრისას გვერდი ვერ ავუარეთ სამოქალაქო განათლებას“, - გვიყვებიან სკოლაში.
მოსწავლეებს განსაკუთრებულად ილუსტრაციაზე მუშაობა მოეწონათ. მათ სხვადასხვა როლი შესანიშნავად მოირგეს და დავალებას თავი კარგად გაართვეს.
„ბოლოს მოირგეს მეოცნების, რეალისტისა და კრიტიკოსის როლები და გამოთქვეს მოსაზრებები, იმსჯელეს საფრთხეებზე.
„მადლობა ჩვენს შემფასებლებს: სკოლის დირექტორს - ფაქიზო ფანჩულიძეს, ქალბატონ დალის, თამილა მასწავლებელს, ნოდიკოს, რომელიც ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულია და ამჟამად პრაქტიკას გადის, როგორც ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მოსამზადებელი კურსის აპლიკანტი“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მსგავსი აქტივობები საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ხვალ სკოლების ნაწილში სწავლა არ განახლდება - უამინდობის გამო სააღმრზდელო პროცესი საბავშო ბაღებშიც შეწყდება
სკოლის დამლაგებლის ხელფასი ევროპასა და საქართველოში - განვითარებულ ქვეყანებში დამლაგებლის თვური ანაზღაურება 3000 დოლარამდეა
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეებმა თანატოლების ნამუშევრები მოიწონეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
ეშტიის N2 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე შემაჯამებელ დავალებას თავი წარმატებით გაართვეს