მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
დაწყებით საფეხურზე, IV-V კლასში, კვირაში ერთხელ მათემატიკის წრის - „პირამიდა“ მეცადინეობები ტარდება. როგორც სკოლაში გვიყვებიან, წრის მუშაობის მიზანი, ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების მიხედვით, მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება და ცნობიერების დონის ამაღლებაა.
მოსწავლეები აკვირდებიან თავიანთ ნამუშევრებს, მათში არსებულ პრობლემებს და მსჯელობის გზით, სწორ პასუხამდე მიდიან. წრის მუშაობა საგაკვეთილო პროცესისგან განსხვავებულად მიმდინარეობს და მრავალფეროვანი მეთოდებითაა გაჯერებული.
საწრეო მუშაობა მორგებულია მოსწავლეების შესაძლებლობაზე, შესაბამისად, დატვირთულია სხვადასხვა საინტერესო აქტივობებით. ამის გამო მოსწავლეები მეტი ინტერესით არიან ჩართული მის მუშაობაში.
წრის ხელმძღვანელი რუსუდან დიასამიძე სამუშაო პროცესზე თავად საუბრობს.
„ვუმზადებ სამ სხვადასხვა ტიპის დავალებას - 1. მაგალითების ამოხსნა; 2 ლოგიკური ამოცანები; 3.რთული ამოცანები. მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა ინდივიდუალურად შეარჩიონ მათთვის სასურველი დავალება და ნამუშევრის პრეზენტაცია გამართონ. გარდა ამისა, ხშირად გვიწევს რთულ და ლოგიკურ ამოცანებზე მუშაობა, ამისთვის ვახორციელებ ჯგუფურ მუშაობას. ყველა ჯგუფს ეძლევა ერთი და იგივე დავალება. შედეგების განხილვისას კი, მიმდინარეობს საინტერესო დისკუსია წამოჭრილ პრობლემებზე. ასევე, ინდივიდუალურად მოსწავლეები ირჩევენ თითო დავალებას წინასწარ მომზადებული ბარათებიდან, ეძლევათ დავალებისთვის განკუთვნილი დრო, დროის ამოწურვის შემდეგ მიმდინარეობს ამოცანის წარდგენა კლასის წინაშე. მოსწავლეების უკეთ ჩართულობის მიზნით, ვაძლევ საშუალებას შეაფასონ მათივე ჯგუფელის ნამუშევარი და მისცენ უკუკავშირი. მუშაობის პროცესში გზადაგზა მოსწავლეს ვაძლევ წამახალისებელ შეფასებას უკეთსი შედეგის მისაღებად, მაგრამ დეტალურად ვუხსნი თითოეული შეცდომის მიზეზს. ყოველი თვის ბოლოს ვაკეთებ შეჯამებას, გამოკვეთილი პრობლებების საფუძველზე ვადგენ მომდევნო თვის სამუშაო გეგმას წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით“,- გვიყვება წრის ხელმძღვანელი რუსუდან დიასამიძე.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ხვალ სკოლების ნაწილში სწავლა არ განახლდება - უამინდობის გამო სააღმრზდელო პროცესი საბავშო ბაღებშიც შეწყდება
სკოლის დამლაგებლის ხელფასი ევროპასა და საქართველოში - განვითარებულ ქვეყანებში დამლაგებლის თვური ანაზღაურება 3000 დოლარამდეა
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეებმა თანატოლების ნამუშევრები მოიწონეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
ეშტიის N2 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე შემაჯამებელ დავალებას თავი წარმატებით გაართვეს