მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდგორის საჯარო სკოლის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელი ბადრი გერლიანი პროფესიასა და ბავშვებზე შეყვარებული პიროვნებაა. მისთვის მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესში მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა. სწორედ ამიტომ, მათ საინტერესო, მრავალფეროვან გაკვეთილებს სთავაზობს. ბავშვებისთვის რჩევებს არასდროს იშურებს და მათ ყოველთვის წინსვლისა და განვითარებისკენ მოუწოდებს. აღსანიშნავია, რომ პედაგოგი მოსწავლეებთან ასევე მეგობრული ურთიერთობით გამოირჩევა.
პედაგოგი ბადრი გერლიანი Etaloni-ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს:
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- საკუთარი საქმის სიყვარული, ბავშვების სიყვარული და პრინციპულობა.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- მოსწავლეების მაქსიმალურად ჩართულობას სასწავლო პროცესში.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- „ლომებო აბა თქვენ იცით“
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- უფრო მეტ დროს სწავლას დავუთმობდი.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- მეგობრული.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- რაიონის ჩემპიონობა სპორტის სხვადასხვა სახეობებში.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- სპორტი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რკინიგზის ცნობით, უბედური შემთხვევა მოხდა ბათუმის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე
სააღდგომოდ ოჯახები 150 ან 300 ლარს მიიღებენ - ცვლილება მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილ და ომის ვეტერანთა ოჯახებს ეხება
ბაღებში სააღდგომოდ „პრემიები“ დარიგდება - ფულადი ჯილდოს შესახებ ინფორმაციას თბილისის ბაღების სააგენტო ადასტურებს
„მასწავლებლად ალბერტ აინშტაინს ავირჩევდი, რადგან მისი ხედვა ცოდნასა და შემოქმედებაზე შთამაგონებელია“...
საღამოს საჯარო სკოლაში ვან გოგის დაბადების დღის აღსანიშნავად მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
კვირეულს I-II კლასების მოსწავლეები პედაგოგებთან: ნათია მეფარიშვილსა და ნინო სალიასთან ერთად შეუერთდნენ