მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდგორის საჯარო სკოლის მათემატიკის უფროსი მასწავლებელი ლალი ნარსავიძე ბავშვების მიმართ დიდი სიყვარულითა და პასუხისმგებლობის გრძნობით გამოირჩევა. მისთვის კლასში მნიშვნელოვანია დისციპლინის დამყარება, რისი მიღწევაც ერთმანეთის მოსმენის გარეშე შეუძლებელია. ის ბავშვებისთვის, ერთი შეხედვით მკაცრი, თუმცა ძალიან მეგობრული და ლმობიერი პიროვნებაა. მოსწავლეებს ყოველთვის სასარგებლო რჩევებს აძლევს და ყველაფერში ეხმარება.
ლალი ნარსავიძე etaloni-ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს:
-კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- პასუხისმგებლობა, ბავშვების სიყვარული და შემწყნარებელი.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- ერთმანეთის მოსმენას.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- „ჩემო საყვარლებო ნუთუ ახლა ვერ შევძლებთ ერთმანეთის გაგებას?!“
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- ისევ ჩემს პროფესიას ავირჩევდი!
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- პირველი შთაბეჭდილება - მკაცრი, შემდეგ კი აღნიშნავენ თუ როგორი მეგობრული და ლმობიერი ვარ.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- როდესაც ჩემს საგანს აბარებენ ეროვნულ გამოცდაზე.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- სამედიცინო სფერო.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რკინიგზის ცნობით, უბედური შემთხვევა მოხდა ბათუმის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე
სააღდგომოდ ოჯახები 150 ან 300 ლარს მიიღებენ - ცვლილება მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილ და ომის ვეტერანთა ოჯახებს ეხება
ბაღებში სააღდგომოდ „პრემიები“ დარიგდება - ფულადი ჯილდოს შესახებ ინფორმაციას თბილისის ბაღების სააგენტო ადასტურებს
„მასწავლებლად ალბერტ აინშტაინს ავირჩევდი, რადგან მისი ხედვა ცოდნასა და შემოქმედებაზე შთამაგონებელია“...
საღამოს საჯარო სკოლაში ვან გოგის დაბადების დღის აღსანიშნავად მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
კვირეულს I-II კლასების მოსწავლეები პედაგოგებთან: ნათია მეფარიშვილსა და ნინო სალიასთან ერთად შეუერთდნენ