მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თელავის მუნიციპალიტეტის, იყალთოს საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და მოსწავლეებიც ენთუზიაზმით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში.
აღსანიშნავია, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ბავშვების მრავალმხრივ განვითარებას და ამ მიმართულებით, ნაყოფიერი, მრავლისმომცველი გაკვეთილების პარალელურად, პროფესიონალი პედაგოგები, დირექციის მხარდამხარ, ისეთ აქტივობებს სთავაზობენ, რომ სასკოლო ცხოვრება ადგილობრივი მოსწავლეებისთვის საინტერესოც იყოს და სკოლაში სიარული დიდ სიხარულსაც ანიჭებდეთ.
ამის დასტურია სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც იყალთოს საჯარო სკოლაში ჩატარდა და ის წარმატებებიც, რომელთაც მოსწავლეებმა არაერთ შეჯიბრში მიაღწიეს.
ახლა სწორედ მათ შესახებ გიამბობთ:
იყალთოს საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებასა და ფიზიკურ აღზრდას - ამის შედეგია, რომ სკოლის ფეხბურთელ გოგონათა გუნდმა ღირსეულად იასპარეზა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის მიერ ჩატარებულ სპორტულ ოლიმპიადაზე (კახეთის რეგიონული თამაშები) და დაიკავა მე-2 ადგილი.
1-ელ აპრილს კი სიცილის დღე აღნიშნეს IV , V, VI კლასების მოსწავლეებმა; მათ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილებზე - შეასრულეს ნახატები „მხიარული ღიმილაკები“ ( მასწავლებელი ნ. ლაჩაშვილი).
სხვათა შორის, არც საბავშვო წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე დარჩენიათ ყურადღების მიღმა და სკოლის ბიბლიოთეკაში მე-3, მე-4 კლასების მოსწავლეებმა საყვარელი წიგნებიდან ნაწყვეტები წაიკითხეს. მესამეკლასელები გაეცნენ ჰანს ქრისტიან ანდერსენისა და ასტრიდ ლინდგრენის ბიოგრაფიასა და შემოქმედებას; წაიკითხეს ნაწყვეტი ასტრიდ ლინდგრენის წიგნიდან „პეპი გრძელწინდა“...
პატარებს ძალიან მოეწონათ ეპიზოდი, სადაც პეპიმ მეგობრებს დაბადების დღის მოსაწვევი გაუგზავნა და სურვილი გამოთქვეს, თავდაც დაემზადებინათ ასეთი ბარათები. მესამეკლასელებმა, ხელნაკეთი მოსწავევები საფოსტო ყუთში მოათავსეს.
მე-4 კლასის მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ცნობილი შვედი მეზღაპრის, ასტრიდ ლინდგრენის შესახებ. წაიკითხეს ნაწყვეტები მისივე ნაწარმოებიდან „სახურავის ბინადარი კარლსონი“, უყურეს ამავე ზღაპრის მიხედვით შექმნილ მულტიპლიკაციურ ფილმს, გამართეს დისკუსია და მოაწყვეს ნახატების გამოფენა მათთვის საინტერესო ეპიზოდების მიხედვით.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ხვალ სკოლების ნაწილში სწავლა არ განახლდება - უამინდობის გამო სააღმრზდელო პროცესი საბავშო ბაღებშიც შეწყდება
სკოლის დამლაგებლის ხელფასი ევროპასა და საქართველოში - განვითარებულ ქვეყანებში დამლაგებლის თვური ანაზღაურება 3000 დოლარამდეა
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეებმა თანატოლების ნამუშევრები მოიწონეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
ეშტიის N2 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე შემაჯამებელ დავალებას თავი წარმატებით გაართვეს