სიახლეები
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლე-მასწავლებლები საქართველოს პარლამენტს სტუმრობდნენ
05-04-2024
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტრესო და მრავალფეროვან სასკოლო ცხოვრებას სთავაზობენ და მათი თვალსაწიერის გაფართოებაზე ზრუნავენ. 

31 მარტს, საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღესთან დაკავშირებით, თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები და პედაგოგები საქართველოს პარლამენტს სტუმრობდნენ.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს პარლამენტის სხდომათა სასესიო დარბაზი, დაესწრნენ პარლამენტის პლენარულ სხდომას, ასევე ინახულეს - პირველი პარლამენტის, დავით აღმაშენებლის, შოთა რუსთაველის, ილია ჭავჭავაძისა და მარო მაყაშვილის დარბაზები, გაეცნენ დამოუკიდებლობის აქტსა და პირველ კონსტიტუციას. მოისმინეს ინფორმაცია 26 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმისა და მისი მნიშვნელობის შესახებ.

მოწაფეებმა მოილოცეს ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარი და გაეცნენ ახალგაზრდა იუნკრების გმირულ ისტორიას, დაათვალიერეს მუზეუმი და საკომიტეტო დარბაზები.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, დღემ ძალიან საინტერესო გარემოში ჩაიარა.

„მოსწავლე-მასწავლებლები შეხვდნენ და ესაუბრნენ ჩვენი გიმნაზიის მეგობრებს: პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ბატონ გიორგი ვოლსკის, პარლამენტის წევრებს - ანზორ ბოლქვაძეს და გიორგი სოსიაშვილს. პარლამენტში მეგზურობას გვიწევდა, საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი მანანა ბაკურაძე“,- გვიყვებიან სკოლაში. 

მოსწავლეებს თან ახლდნენ გიმნაზიის დირექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე, კლასგარეშე მუშაობის მენეჯერი - ნათია პაპინაშვილი, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ხელოვნების სკოლის დირექტორი - ნანა (ციცინო) ანთაძე, საქართველოს ისტორიის პედაგოგი თეა ხარაზიშვილი. 

თამარ მეფის გიმნაზია სისტემატიურად ახორციელებს მსგავს კლასგარეშე ღონისძიებებს, რომელიც მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს.

„სკოლა-პანსიონის დირექცია მადლობას მოახსენებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ბატონ გია ვოლსკის საინტერესო და შინაარსიანი ტურნეს ორგანიზებისათვის“,- აღნიშნავენ გიმნაზიაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება