სიახლეები
სკოლები

გაიცანით, ოზაანის საჯარო სკოლის წამყვანი პედაგოგი, ნინო მეხრიშვილი, რომელიც მოსწავლეებს მრავლფეროვანი პროექტებითა და ღონისძიებებით ანებივრებს
03-04-2024
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანის საჯარო სკოლაში აქტიურად აღინიშნება სხვადასხვა მნიშვნელოვანი დღეები. ღონისძიებები და შემოქმედებითი აქტივობები მოსწავლეთა პიროვნული განვითარებისთვის, ცნობიერების გაზრდისა და არაფორმალური განათლებისთვის მნიშვნელოვანია. კვალიფიციურ პედაგოგთა ინიციატივით კი სკოლაში ნამდვილად მრავალფეროვანი სასწავლო პროცესია შექმნილი. 

სხვადსხვა ტიპის ღონისძიებებით და პროექტებით ანებივრებს მოსწავლეებს საგან ხელოვნების წამყვანის სტატუსის პედაგოგი ნინო მეხრიშვილი. პედაგოგმა მოკლე დროში რამდენიმე თემატური ღონისძიება ჩაატარა სხვადასხვა კლასში, მათ შორისაა საგაზაფხულო დღესასწაულებტან დაკავშირებული აქტივობა და პროექტი იმპრესიონიზმის და პოსტიმპრესიონიზმის ეპოქის მემკვიდრეების შესახებ. 

ამჯერად, საგაზაფხულო დღესასწაულებთან დაკავშირებული ღონსიძიება ნინო მეხრიშვილმა თავის სადამრიგებლო კლასში ჩაატარა და ღონისძიების დეტალებზეც თავად ისაუბრა: „3 და 8 მარტი გაზაფხულის ულამაზესი დღესასწაულია. ჩემი პატარებისთვის კი უფრო მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა ეს დღე. სითბოთი და სიყვარულით სავსე წუთები ვაჩუქეთ დედიკოებს. დედის სიყვარული შვილისადმი წმინდა, უპირობო და მარადიულია! გილოცავთ! იფერადეთ და იკაშკაშეთ მიყვარხართ“.

რაც შეეხება პროექტს, რომელიც იმპრესიონიზმის და პოსტიმპრესიონიზმის ეპოქის მემკვიდრეებს ეხება, პედაგოგის ინიციატივით ეს აქტივობა მეექვსე კლასში ჩატარდა. მოსწავლეებმა მოძიებული მასალის საფუძველზე, დიდი ენთუზიაზმით დახატეს და გააკეთეს კედლის გაზეთი. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ხვალ სკოლების ნაწილში სწავლა არ განახლდება - უამინდობის გამო სააღმრზდელო პროცესი საბავშო ბაღებშიც შეწყდება


სკოლის დამლაგებლის ხელფასი ევროპასა და საქართველოში - განვითარებულ ქვეყანებში დამლაგებლის თვური ანაზღაურება 3000 დოლარამდეა 

როგორი განათება უნდა იყოს საბავშვო ბაღში - მთავრობის დადგენილება

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

მოსწავლეებმა თანატოლების ნამუშევრები მოიწონეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

სკოლის მოსწავლეები წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მასშტაბურ კამპანიას შეუერთდნენ

„ეს უძირო შთაბეჭდილებების ზღვა წარუშლელ და ლამაზ მოგონებად დარჩება ჩვენში“



ეშტიის N2 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე შემაჯამებელ დავალებას თავი წარმატებით გაართვეს

ხუნევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მასწავლებლების დამსახურებით, კარგად იციან მათ ცხოვრებაში წიგნის მნიშვნელობა
საინტერესო

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

მასწავლებლების პროფესიული განვითარების ნაკლებობა, მოსწავლეთა ფსიქიკური ჯანმრთელობა... კიდევ რა გამოწვევები არსებობს განათლებაში

სიახლეები
საზოგადოება