სიახლეები
რჩევები, ინტერვიუ

რა უნდა გაითვალისწინოთ, რომ სელფსა და ფოტოებში კარგად გამოჩნდეთ? - კონკრეტული რჩევები გამოცდილი ვიზაჟისტისგან
30-05-2018
-
+


სელფი თანამედროვე თინეიჯერების ერთგვარ გატაცებად იქცა. ისინი ერთმანეთს ორიგინალური სელფების გადაღებაში ეჯიბრებიან. მიიჩნევა, რომ სელფი საკუთარ თავზე გარედან დაკვირვებისა და იმის გაგების საშუალებაა, თუ როგორ გვხედავენ სხვები და როგორები გვინდა წარვსდგეთ გარესამყაროს წინაშე.

დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის, რომლებიც ბანკეტისთვის და ახალი ცხოვრებისთვის ემზადებიან, დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ გამოჩნდებიან სელფებსა თუ სხვა ფოტოებზე. როგორ და რა მასალით გავიკეთოთ მაკიაჟი, რომ ჩვენი მცდელობა წარმატებული იყოს? ამ და სხვა საინტერესო კითხვაზე Etaloni.ge-ს წარმოშობით ებრაელმა ვიზაჟისტმა, ელგა იაკოვმა უპასუხა.

– ელგა, პირველ რიგში, რა რჩევები შეიძლება მივცეთ თინეიჯერებს, როგორ უნდა მოუარონ სახის კანს?

– სახის კანი აუცილებლად მოვლილი უნდა იყოს, რომ მაკიაჟი კარგი გამოვიდეს. კანის სწორად მოვლა კი, პირველ რიგში, სახის კანის დილა-საღამოს გასუფთავებას გულისხმობს. მერე კი კანზე დამატენიანებელი კრემის წასმაა საჭირო. თინეიჯერების კანი უფრო ნაზია და არსებობს სპეციალური, სახის კანის ე.წ. მსუბუქი საპონი, რომელიც აფთიაქებში იყიდება. სახის კანისთვის პილინგიც აუცილებელი, მაგრამ თინეიჯერების კანისთვის ეს ცოტა მძიმე იქნება. ამიტომ, თუ მაინცდამაინც პილინგის გაკეთებას გადაწყვეტენ, ისიც მსუბუქი უნდა იყოს.

– როგორია სწორად შერჩეული მაკიაჟი?

– ეს ინდივიდუალურია და დამოკიდებულია იმაზე, ვის როგორი მოსწონს  და უხდება. არსებობს თბილი და ცივი სახე, მაკიაჟის ფერები თუ ფორმა სწორედ ამის მიხედვით უნდა შეირჩეს. როცა საქმე თინეიჯერებს შეეხება, ხშირ შემთხვევაში, ჩვენი შეხედულებები აზრს კარგავს, რადგან, ისინი არ ითვალისწინებენ ვიზაჟისტის რჩევებს. ზოგს მსუბუქი მაკიაჟი უნდა, ზოგს – გამოკვეთილი თვალი თუ ტუჩი. ამავე დროს, უნდა გაითვალისწინო, როგორი კაბა აცვია. ვიზაჟისტი ზეპირ რჩევას ვერ გასცემს, თუ არ დაინახა გოგონას სახის ნაკვთები, რა მოუხდება...

თუმცა, არსებობს საერთო რჩევებიც. თუ გოგონას სახე პუტკუნა აქვს, კონტური ისე უნდა გაიკეთოს, რომ პუტკუნა ადგილები „ჩაუვარდეს“. არ უნდა გამოიყენოს ღია ფერები, რადგან  ანათებს და გამოკვეთავს ინ ნაკვთებს, რისი დაფარვაც გვინდა. დასაფარად მუქი ფერები გამოიყენება.

– თხელ სახეს ნათელი ფერი უხდება?

– რა თქმა უნდა, და მაკიაჟიც შესაბამისი უნდა იყოს.

– ახლა მოდაშია სელფი. რა დროს, როგორი მაკიაჟით გამოდიან გოგონები სელფში კარგად?

– სელფსა და ფოტოებში რომ კარგად გამოჩნდნენ, ამისთვის აუცილებელია ტონალური კრემი და პუდრი, რომელსაც სახეზე დაიტანენ, არ შეიცავდეს SPF-ის დიდ რაოდენობას. რაც უფრო მეტ SPF-ს შეიცავს ტონალური, ის აბრუნებს განათებას და კარგი ფოტო არ გამოდის, წაშლილი სახე ჩანს. ხომ გინახავთ გადათეთრებული სახე და მხოლოდ გამოკვეთილი თვალები? სწორედ ასეთი კრემის გამო გამოდის მსგავსი ფოტო. SPF მზის სხივებისგან გვიცავს, მაგრამ როცა გვინდა, საღამოს კარგად გამოვიყურებოდეთ და ფოტოებიც კარგი გამოვიდეს, SPF-ით გაჯერებული ტონალური არ უნდა მოვიხმაროთ.

ყველას მოვუწოდებ, არავითარ შემთხვევაში ხელით არ წაისვან ტონალური კრემი, რადგან ჩვენი თითების ბალიშები ცხიმს გამოჰყოფს, რომელიც სახეზე გადადის და კანს აპრიალებს. თუ გინდათ, მაკიაჟი იყოს მდგრადი, დამატენიანებლის შემდეგ პრაიმერი უნდა წაისვათ. პრაიმერი არის დამცავი ფენა ტონალურსა და სახის კანს შორის, რომელიც ტონალურის მდგრადობას უწყობს ხელს.

– როგორი მაკიაჟია ახლა მოდური – მსუბუქი თუ ფერებით გადატვირთული?

– დღეისთვის მოდაშია პასტელური, დაჯდარი ფერები – ლურჯი, მწვანე, ვარდისფერი... ტუჩი კი – წითელი და სტაფილოსფერი. გრაფიკული მაკიაჟია მოდაში. წარბები არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს დახატული – ბუნებრივი წარბია მოდაში. რამდენიმე დღის წინ გვქონდა სემინარი ვიზაჟისტებისთვის, სადაც ყველა სახის მაკიაჟი განვიხილეთ – მსუბუქიც და ფერადიც. ესეც ინდივიდუალურია. შეიძლება ვიღაცას მუქი ფერის მაკიაჟი უნდოდეს, მაგრამ არაფრით არ მოუხდეს.

ევროპული სტილი უფრო მსუბუქი მაკიაჟია და ქართველებიც ასე ითხოვენ. აღმოსავლეთში კი, საიდანაც მე ვარ – ისრაელში, მძიმე მაკიაჟი კეთდება. იქ თვალზე გადადის აქცენტი და ფერები აინტერესებთ, საქართველოში კი ძირითადი შავი, თეთრი და ნაცრისფერი მოსწონთ. 

– თქვენ რომელი უფრო მოგწონთ?

– რა თქმა უნდა ის, სადაც მეტი ფერია, რადგან უფრო საინტერესოა. თუ რამდენიმე ფერთან არ მაქვს შეხება მაკიაჟის კეთებისას, ის ჩემთვის მაკიაჟი არ არის. კარგი ვიზაჟისტი ბევრ ფერზე ერთად უნდა მუშაობდეს. 

– რა აზიანებს სახის კანს?

– სახის კანს აზიანებს ცუდი კოსმეტიკა. თინეიჯერები ისე ისვამენ, არ აკვირდებიან, ტონალური კრემი რა შემადგენლობის არის. ტონალური კრემი უნდა იყოს ვიტამინებით და მინერალებით. თუ ტონალური ვიტამინებითა და მინერალებით არის დატვირთული, ის არ აფუჭებს სახეს. როცა ბევრ ქიმიას შეიცავს, ის ცუდად მოქმედებს და აზიანებს კანს. გასათვალისწინებელია ასევე ის, თუ როგორი ტიპისაა კანი – ცხიმიანი, კომბინირებული თუ მშრალი და შესაბამისი ტონალური უნდა შეირჩეს. იმისთვის კი, რომ ტონალური სახეზე კარგად დაჯდეს, პრაიმერიც სახის კანის ტიპის შესაფერისად უნდა შევარჩიოთ. თუ სწორად შეარჩევთ პროდუქციას და გაიკეთებთ შესაფერის მაკიაჟს, სელფი და ფოტო აუცილებლად კარგი გამოვა. 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

საქართველოში მოსწავლეთა 11.3%, ელექტრონულ სიგარეტს, 11.6% კი თამბაქოს მოიხმარს - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

განათლებული მასწავლებელი ინვესტიციაა განათლებულ მომავალში

რა ცვლილებები შეეხება ადგილობრივ სკოლამდელ დაწესებულებებს ცნობილია

ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს 

მედიაწიგნიერება სასკოლო განათლებაში

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სკოლაში ზღაპრული განწყობა და ჯადოსნური ემოციები დაატრიალეს

სტუდიაში ბავშვები სწავლობენ ასაკზე მორგებულ საესტრადო და ხალხურ სიმღერებს

ღონისძიებას პედაგოგი ნონა ნონიაშვილი ხელმძღვანელობდა

საინტერესო

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

სიახლეები
საზოგადოება