ანაგის საჯარო სკოლის მოწაფეებმა მოსწავლე-კალიგრაფების კონკურსზე შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგის საჯარო სკოლის ნიჭიერი და აქტიური მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ ღონისძიებასა თუ პროექტში ერთვებიან. ამჯერად, ოცამდე მოწაფე მოსწავლე-კალიგრაფების კონკურსში მონაწილეობდა. პრიზები დაჩი ალხანაშვილმა, ბარბარე ხატიაშვილმა, ნანუკა არჩუაძემ, ნიკოლოზ ბეჟიაშვილმა, ილია მჭდლიშვილმა, ანასტასია ვარდიაშვილმა, ელენე ზაზიაშვილმა დაიმსახურეს. ნინო მარტაშვილს ძამას ხეობის საგზური გადაეცა. ჟიურის სიმპათია ქეთო ვარდიაშვილი გახდა. მეორე-მესამე ადგილებზე გასულებს - მარიამ ვარამაშვილსა და ნინო ვარდიაშვილს ფულადი პრემიები და სიღნაღის მერიისგან „ბიბლუსის“ ვაუჩერები გადაეცათ.
აღნიშნული კონკურსის ყველა მონაწილე კი „მონაწილის დიპლომით“ დაჯილდოვდა.
ხელოვნების მასწავლებელი, ხელოვნებათმცოდნე - ნოდარ პაპუაშვილი კონკურსის შესახებ ვრცელ წერილს აქვეყნებს, რომელსაც სკოლა გვიზიარებს.
„გაისად, მოსწავლე-კალიგრაფების კონკურსს სიღნაღში,საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის წევრები (ხელმძღვანელი- ნესტან ბაგაური) დაესწრებიან!
წლევანდელმა, რიგით მეორე კონკურსმა კი, რომელიც შესანიშნავად იყო ორგანიზებული, დაგვანახა, რომ კალიგრაფიის ხელოვნებას ჩარჩოები არ გააჩნია, იმდენად მრავალწახნაგაა და ფანტასმაგორიული და ჟიურისაც უჭირს ამ დროს შეფასება. თითოეულ ნამუშევარს ხომ თავისი განუმეორებელი ხიბლი და ავტონომია აქვს!
კონკურსში მონაწილეობდნენ სიღნაღის სამუსიკო სკოლების გაერთიანებაში შემავალი სამხატვრო სკოლის მოსწავლეები: ნინო ათაბეგაშვილი,მარიამ მინდორაშვილი, ნია მაზიაშვილი, მარიამ და საბა ქუფარაშვილები, სალომე ღლიღვაშვილი. სწორედ, ნინო ათაბეგაშვილს ერგო პირველი ადგილი, სოლიდური ფულადი პრემია და სიღნაღის მერიის მიერ დაწესებული „ბიბლუსის“ ასევე სოლიდური ვაუჩერი. მარიამ მინდორაშვილი გახდა გამომცემლობა ,,წიგნი+ერი“-ს რჩეული და საბა ქუფარაშვილს გადაეცა პრიზი ორიგინალური შესრულებისათვის.
აღსანიშნავია, რომ კონკურსზე ანაგის საჯარო სკოლის ოცამდე ბავშვი მონაწილეობდა. პრიზები დაიმსახურეს: დაჩი ალხანაშვილმა, ბარბარე ხატიაშვილმა, ნანუკა არჩუაძემ, ნიკოლოზ ბეჟიაშვილმა, ილია მჭდლიშვილმა, ანასტასია ვარდიაშვილმა, ელენე ზაზიაშვილმა. ნინო მარტაშვილს ქალბატონმა ნელი ვარდიაშვილმა გადასცა ძამას ხეობის საგზური. ჟიურის სიმპათია გახდა ქეთო ვარდიაშვილი. მეორე-მესამე ადგილებზე გასულთ: მარიამ ვარამაშვილსა და ნინო ვარდიაშვილს გადაეცათ ფულადი პრემიები. ასევე, სიღნაღის მერიისგან „ბიბლუსის“ ვაუჩერები.
კონკურსის ყველა მონაწილე დაჯილდოვდა „მონაწილის დიპლომით''.
მადლობა:
მწერალსა და პედაგოგს-ნინო ზედელაშვილს, ახალგაზრდა მწერალს, ნათია ბიჭიაშვილს,
ანა კოკოლიშვილს (ბიზნესიდან), მწერალს, „ლიტ.სიღნაღის“ რედაქტორს - ანზორ სიფრაშვილს, მწერალს, ფილ. მეცნ. კანდ-ს,ზურაბ კუტიბაშვილს, „ნელიკო ტურის“ ხელმძღვანელ ნელი ვარდიაშვილს, გამომცემლობა „წიგნი+ერი“ -ს დირექტორს - მზია რაზმაძეს,
აგრარულ მეცნიერებათა დოქტორს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ლექტორს - შენგელი კიკილაშვილს, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონს, სიღნაღის მაჟორიტარ დეპუტატს, ცოტნე ბეჟაშვილს, ლია ქუსიკაშვილს, სიღნაღის მკვიდრს, TBC ბანკის საკასო ოპერაციების კომპეტენციის და მართვის ცენტრის უფროსს, ასევე კარდენახში საოჯახო მარნის „დების ღვინოს“ მფლობელს, გელა აივაზიშვილს!
მადლობა:
სიღნაღის სახელოვნებო და საგანმანათლებლო ცენტრს (ნათია ნადიკაშვილი), სიღნაღის საქალაქო ბიბლიოთეკის თანამშრომლებს, მენეჯერს- ქ-ნ ლიანა ხატიაშვილს-გვერდში დგომისა და სპონსორების მოძიებისათვის, კულტურის სამსახურს (ხათუნა აღამონაშვილი), პედაგოგ ლეილა ვარამაშვილს -კონკურსის მუსიკალური გაფორმებისათვის საგალობლებით, რესურსცენტრის უფროსს, ლია ბეჟაშვილს, ნანა ნანობაშვილს, მერიის პრესცენტრს, ანაგის საჯარო სკოლას ბავშვების ორგანიზებისათვის, ყველა სტუმარს! ყველა მონაწილე- მოსწავლეს! პატივისცემით - ნოდარ პაპუაშვილი“,- ვკითხულობთ წერილში.
იხილეთ ფოტოები: