მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სამტრედიის N4 საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები დაჯილდოვდნენ.
მოსწავლეებს სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის ოქროსა და ვერცხლის მედლები სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ და სამტრედიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, თინათინ ხარძიანმა გადასცეს.
ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ მოსწავლეები: ბესიკ გოგეიშვილი, გიორგი ვეკუა, ლიკა არუთუნიანი, საბა კვეტენაძე, ქეთევან ჩაჩუა, თენგო ჩაჩუა, მარინე ნადირაძე, მათე მაჭარაძე, ეკატერინე კაკაბაძე, ბადრი ძიძიგური, თეიმურაზ შენგელია, ნინო სალეია. ხოლო ვერცხლის მედლები გადაეცათ მოსწავლეებს: ანი გაგუას, ნუნუ ჩაჩუას და ჟანა ამირხანიანს.
სკოლაში მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ხარობენ