მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ორბეთის საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი ლეილა მელიქიშვილი მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე აქტიურად ზრუნავს. ამის დასტურია ისიც, რომ აღსაზრდელებს გაკვეთილზე ხშირად აქებს და ფრაზას - „ყოჩაღ“ იყენებს.
მისი თქმით, საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს, წარმატებულ გაკვეთილს. ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე მან etaloni.ge-ს ბლიც-ინტერვიუში ისაუბრა.
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- გულისხმიერი, კომუნიკაბელური, ობიექტური.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- წარმატებულ გაკვეთილს.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- ყოჩაღ.
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- ავირჩევდი იგივე პროფესიას.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- როგორც მეგობრულს, გულისხმიერს, სამართლიანს.
- ყველაზე დიდი წარმატება, რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- სასიამოვნო ურთიერთობა მოსწავლეებთან.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- საქართველოს ისტორია, არქეოლოგია, ლიტერატურა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რკინიგზის ცნობით, უბედური შემთხვევა მოხდა ბათუმის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე
სააღდგომოდ ოჯახები 150 ან 300 ლარს მიიღებენ - ცვლილება მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილ და ომის ვეტერანთა ოჯახებს ეხება
ბაღებში სააღდგომოდ „პრემიები“ დარიგდება - ფულადი ჯილდოს შესახებ ინფორმაციას თბილისის ბაღების სააგენტო ადასტურებს
„მასწავლებლად ალბერტ აინშტაინს ავირჩევდი, რადგან მისი ხედვა ცოდნასა და შემოქმედებაზე შთამაგონებელია“...
საღამოს საჯარო სკოლაში ვან გოგის დაბადების დღის აღსანიშნავად მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
კვირეულს I-II კლასების მოსწავლეები პედაგოგებთან: ნათია მეფარიშვილსა და ნინო სალიასთან ერთად შეუერთდნენ