მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
სწორედ ამიტომ, სკოლაში, ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღეს საინტერესო აქტივობები მიეძღვნა.
სკოლაში, სამოქალაქო კლუბ „გაენათის“ ინიციატივით, გაიმართა პრეზენტაცია - თანატოლთა განათლების ტრენინგი, რომელმაც ხელი შეუწყო მოსწავლეებში, როგორც აღნიშნავენ, ამ ვერაგი დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
მოსწავლეებმა აღნიშნულ დღეს, ნახეს ვიდეორგოლები ტუბერკულიოზის შესახებ და შეავსეს ცხრილი - „რა ვიცოდი, რა გავიგე, რა მსურს გავიგო“. სკოლაში, ასევე აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საინტერესო დისკუსია გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ.
ეს დღე ძალიან ინფორმაციული და საინტერესო იყო თითოეული მოსწავლისთვის.
4 მარტი ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღეა, რომელიც 1982 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება. ნობელის პრემიის ლაურეატმა, გერმანელმა მეცნიერმა რობერტ კოხმა ტუბერკულოზის გამომწვევი მიკრობაქტერია აღმოაჩინა და საფუძველი დაუდო დაავადების მკურნალობას.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არის თუ არა ბედობა რელიგიური დღესასწაული და როგორ აღინიშნებოდა ეს დღე საქართველოში
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
არის თუ არა ბედობა რელიგიური დღესასწაული და როგორ აღინიშნებოდა ეს დღე საქართველოში