მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვანჭკარის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებით კონკურსში დიდი მონდომებით ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.
ამჯერად, სკოლის მოსწავლეები, ისტორიის მასწავლებლის - ირინა მეტონიძისა და მუსიკის პედაგოგ ქეთევან გორდეზიანის ხელმძღვანელობით, საპატრიარქოს ორგანიზებულ ინტელექტუალურ კონკურსში - „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ მონაწილეობდნენ.
მეუფე ვახტანგისა და მამა ირაკლის(თევდორაძის) ლოცვა კურთხევით ხვანჭკარის საჯარო სკოლაში მოეწყო სასკოლო ტური და უფროსი კლასის მოსწავლეებისაგან დაკომპლექტებულმა გუნდმა - „შენ ხარ ვენახი“ ასპარეზობა მეორე ტურში განაგრძო, რომელიც საჩხერის რაიონის სოფელ გორისის საჯარო სკოლაში ჩატარდა.
სკოლის გუნდმა გუნდური III ადგილი მოიპოვა და ის კვლავ განაგრძობს ასპარეზობას მომდევნო სანუგეშო ტურში.
სკოლაში საქართველოს საპატრიარქოს პროექტისთვის მადლობას უხდიან.
„მადლობა გვინდა გადავუხადოთ საქართველოს საპატრიარქოს, ამ მნიშვნელოვანი პროექტისათვის. მადლობა ჩვენს მოძღვარს - მამა ირაკლის, უდიდესი თანადგომისა და პროექტის მხარდაჭერისათვის. ასევე დიდი მადლობა სოფელ გორისის საჯარო სკოლას, გულთბილი დახვედრისა და მასპინძლობისთვის და განსაკუთრებული მადლობა ხვანჭკარის საჯარო სკოლის დირექტორს ქალბატონ ნინო ჯოხაძეს მხარდაჭერისთვის, ქართული ენის მასწავლებელს ნინო ჯინჭარაძეს, ხელოვნების მასწავლებელს ნინო ლუხუტაშვილს, მშობლებს და ჩვენს შრომისმოყვარე ბავშვებს აქტიური მონაწილეობისათვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არის თუ არა ბედობა რელიგიური დღესასწაული და როგორ აღინიშნებოდა ეს დღე საქართველოში
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
არის თუ არა ბედობა რელიგიური დღესასწაული და როგორ აღინიშნებოდა ეს დღე საქართველოში