მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანის საჯარო სკოლის კინოკლუბში - „ჲჷრჟი ლახვარი“ სხვადასხვა საინტერესო ფილმის ჩვენება ეწყობა.
ამჯერად, სკოლის კინოკლუბში ფილმის - „სამგორის გოგონები” ჩვენება-დისკუსია და მის რეჟისორ ანა მამაიაშვილთან შეხვედრა გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ სკოლას ამ დღეს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დოკუმენტური კინორეჟისურის სტუდენტები ესტუმრნენ, რომლებიც დისკუსიაში ჩაერთნენ.
ფილმის გმირები ნატო, მანანა და ივეტა ნავთლუღის ბაზრის დანგრევის შემდეგ იძულებული გახდნენ საღამოობით გარე ვაჭრობა დაეწყოთ. მიუხედავად მძიმე გარემო პირობებისა და ფიზიკური შრომისა ისინი ოპტიმიზმს არ კარგავენ. სწორედ მათი მძიმე მდგომარეობის შესახებ ისაუბრეს ბავშვებმა და განიხილეს სხვადასხვა პრობლემური საკითხი.
ეს დღე ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა თითოეული მათგანისთვის.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს მსჯელობისა და აზრის გამოხატვის უნარებს უვითარებს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არის თუ არა ბედობა რელიგიური დღესასწაული და როგორ აღინიშნებოდა ეს დღე საქართველოში
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
არის თუ არა ბედობა რელიგიური დღესასწაული და როგორ აღინიშნებოდა ეს დღე საქართველოში