მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო და მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებულ აქტივობებში მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, ისინი ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობისა და გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრას დაესწრნენ.
შეხვედრა 28 მარტს ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში გაიმართა. სკოლის ეკო და სამოქალაქო კლუბების ინიციატივით ქალთა, ბავშვთა მიმართ ძალადობასა და გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით სასაუბროდ მოსწავლეები შეხვდნენ საია ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარეს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრს - ზაალ გორგიძეს.
აქტივობის მიზანი იყო, ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობისა და გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება.
„მოწვეულმა სტუმარმა, ბატონმა ზაალ გორგიძემ შეხვედრის მონაწილეებს ესაუბრა ქალთა და ბავშვთა ძალადობის, შემთხვევათა სტატისტიკის, გენდერული თანასწორობის, ქართული საკანონმდებლო ბაზის შესახებ. შეხვედრა ინტერაქციული ხასიათის იყო. მათ განიხილეს მთელი რიგი ქეისები ბავშვთა და ქალთა დასაქმების, მათი დისკრიმინაციის შესახებ. აღნიშნულ თემატიკასთან დაკავშირებით. მოსწავლეები თამამად სვამდნენ შეკითხვებს და იღებდნენ კომპეტენტურ პასუხებს ნაადრევი ქორწინების, ქუჩის ბავშვების დაცულობასა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით“, - აღნიშნავენ სკოლაში.
აქტივობა განხორციელდა სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში.
სკოლაში ქუთაისის ფილიალს თანამშრომლობისათვის მადლობას უხდიან.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არის თუ არა ბედობა რელიგიური დღესასწაული და როგორ აღინიშნებოდა ეს დღე საქართველოში
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
არის თუ არა ბედობა რელიგიური დღესასწაული და როგორ აღინიშნებოდა ეს დღე საქართველოში