მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ასმათ მინდიაშვილი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ცერონისის საჯარო სკოლის მასწავლებელია, საკუთარ პროფესიაზე ბავშვობიდან შეყვარებული, ამბობს, რომ მისთვის სკოლა და ბავშვები ყველაფერია, ამას მოსწავლეებიც გრძნობენ და გასაკვირი არ არის, რომ მათთვის გამორჩეულად საყვარელი პედაგოგია. მოსწავლეებთან მეგობრული დამოკიდებულებითა და საქმის სიყვარულით, ემსახურება ყველაზე ღირებულ საქმეს - განათლებული თაობების აღზრდას.
Etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს პედაგოგ ასმათ მინდიაშვილთან:
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- 1. პროფესიის სიყვარული 2. პატრიოტიზმი 3. მეგობრული.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- ეფექტური სასწავლო გარემოს შექმნას, ურთიერთპატივისცემას, სიყვარულს, გაგებას, მყუდრო და სასიამოვნო ატმოსფეროს.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- „ყოჩაღ“; „შენ კარგად გაართვი თავი“; „შესანიშნავია“.
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- ისევ ავირჩევდი მასწავლებლობას, რადგან სკოლა და ბავშვები ჩემთვის ყველაფერია.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- დარწმუნებული ვარ ყველას ვუყვარვარ, შეიძლება ხმამაღლა ნათქვამია, მაგრამ მე ამას ვგრძნობ! მათ თვალებში სულ სიხარულის და სიყვარულის სხივებს ვხედავ.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- ჩემი წარმატება - ჩემი მოსწავლის (მოსწავლეების) წარმატებაა....მათი წინსვლა.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- მასწავლებლები სკოლის გარეთ როგორი დამოკიდებულებით შეიძლება ყოფილიყვნენ მოსწავლეებთან, ან თუ შეიძლებოდა ისეთ საკითხებზე მსჯელობა, რაც ყოველდღიურობაში გვხვდება. ამიტომ მე და ჩემს მოსწავლეებს (მაღალ კლასებს ვასწავლი) გვაქვს მეგობრული დამოკიდებულება... ხშირად ვსაუბრობთ სხვადასხვა საკითხებზე, ვაძლევ მეგობრულ რჩევებს, სკოლის გარეთაც გვიხდება გასვლა (კონფერენციებზე, ექსკურსიებზე), რაც უფრო გვაახლოვებს ერთმანეთთან და ჩვენს ურთიერთობას უფრო მეგობრულს ხდის.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რკინიგზის ცნობით, უბედური შემთხვევა მოხდა ბათუმის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე
სააღდგომოდ ოჯახები 150 ან 300 ლარს მიიღებენ - ცვლილება მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილ და ომის ვეტერანთა ოჯახებს ეხება
ბაღებში სააღდგომოდ „პრემიები“ დარიგდება - ფულადი ჯილდოს შესახებ ინფორმაციას თბილისის ბაღების სააგენტო ადასტურებს
„მასწავლებლად ალბერტ აინშტაინს ავირჩევდი, რადგან მისი ხედვა ცოდნასა და შემოქმედებაზე შთამაგონებელია“...
საღამოს საჯარო სკოლაში ვან გოგის დაბადების დღის აღსანიშნავად მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
კვირეულს I-II კლასების მოსწავლეები პედაგოგებთან: ნათია მეფარიშვილსა და ნინო სალიასთან ერთად შეუერთდნენ