მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნანი თოთლაძე ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ცერონისის საჯარო სკოლის ქართული ენა/ლიტერატურის და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების წამყვანი მასწავლებელია, ფიქრობს, რომ კარგ მასწავლებელს უნდა შეეძლოს ფეხი აუწყოს თანამედროვეობას და სწავლა-სწავლების პროცესში სიახლეები შეიტანოს. როგორც თავად აღნიშნავს, მისი წარმატება მოსწავლეების წარმატებაზეა დამოკიდებული, თავმდაბლობით გამოირჩევა, თუმცა ჩვენთან ხუმრობით იმასაც ამბობს, რომ მოსწავლეებთან მისი დამოკიდებულებისა და ურთიერთობის ფონზე „აუტანელი“ მასწავლებელი ნამდვილად არ არის.
Etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს პედაგოგ ნანი თოთლაძესთან:
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- ბავშვებისა და პროფესიის სიყვარული (ერთად მოვიაზრებ); საგნობრივი ცოდნა; თანამედროვე მიდგომების გამოყენება სწავლა-სწავლებაში.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- საგაკვეთილო დროის ნაყოფიერად გამოყენებას, ურთიერთპატივისცემასა და საქმიან გარემოს.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- გულახდილად მითხარით, თუ გასაგებია არაა, კიდევ აგიხსნით.
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- დროს მაქსიმალურად გამოვიყენებდი სწავლისთვის.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- ეს ჩემს მოსწავლეებს უნდა ჰკითხოთ, თუმცა ჩვენი ურთიერთობებიდან გამომდინარე, „აუტანელი“ მასწავლებელი ნამდვილად არ ვარ.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- გაკვეთილიდან თუ კმაყოფილი გამოვდივარ, ჩემთვის ეს წარმატებაა, ანუ ჩემი წარმატება ჩემი მოსწავლეების წარმატებაა.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- კითხვა, ფილმების ყურება და ხატვა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რკინიგზის ცნობით, უბედური შემთხვევა მოხდა ბათუმის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე
სააღდგომოდ ოჯახები 150 ან 300 ლარს მიიღებენ - ცვლილება მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილ და ომის ვეტერანთა ოჯახებს ეხება
ბაღებში სააღდგომოდ „პრემიები“ დარიგდება - ფულადი ჯილდოს შესახებ ინფორმაციას თბილისის ბაღების სააგენტო ადასტურებს
„მასწავლებლად ალბერტ აინშტაინს ავირჩევდი, რადგან მისი ხედვა ცოდნასა და შემოქმედებაზე შთამაგონებელია“...
საღამოს საჯარო სკოლაში ვან გოგის დაბადების დღის აღსანიშნავად მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
კვირეულს I-II კლასების მოსწავლეები პედაგოგებთან: ნათია მეფარიშვილსა და ნინო სალიასთან ერთად შეუერთდნენ