მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთის საჯარო სკოლაში აქტიურად მუშაობს თეატრალთა დასი - „მომავალი ვარსკვლავები“, ამჯერად, სასცენო მტვერით მოწამლულმა პატარა მსახიობებმა საშემსრულებლო ოსტატობით ფართო აუდიტორია გააოცეს.
დასი, 29 მარტს, პირველად საქარველოში, სასკოლო თეატრალური ოლიმპიადის ფარგლებში, აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე წარდგა სპექტაკლით - „სალამურას თავგადასავალი“.
სპექტაკლმა სრული ანშლაგით ჩაიარა, მაყურებლის დიდი მოწონება და სიყვარული დაიმსახურა!
აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადის კვირეული 2 აპრილს დასრულდა. „მომავალ ვარსკვლავებს“ მიენიჭა საუკეთესო ნორჩ შემოქმედთა თეატრალური დასის წოდება.
სკოლაში განსაკუთრებულ მადლობას უხდიან ჯგუფის ხელმძღვანელს, ნატალია სახოკიას, რომელმაც აზიარა გეჯეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები თეატრალურ ხელოვნებას და აქტიურად ჩაერთო სენაკის სასკოლო თეატრალურ ოლიმპიადაში.
სკოლაში ასევე მადლობას უხდიან დირექციას, გულშემატკივრებს და განსაკუთრებით პატარა მსახიობებს დიდ სცენაზე წარმოდგენილი შემოქმედებისთვის და მომავალში წარმატებებს უსურვებენ მათ.
აღსანიშნავია, რომ ბრენდამა „მიგრატიამ“ საჩუქრად გადასცა 50-ლარიანი საჩუქარი დასის მსახიობს - ქეთი ვაშაკიძეს, ის ასევე დაასაჩუქარა „ბეკოს“ წარმომადგენელმა, დიმა ქარჩავამ 50-ლარიანი ვაუჩერით.
აღსანიშნავია, რომ პატარა მსახიობების დიდ სცენაზე გასვლას განსაკუთრებული იმედებით ელოდა ჯგუფის ხელმძღვანელი ნატალია სახოკია, რომელმაც აღნიშნა: „პროექტი თეატრს + სკოლა ერთგვარი გამოწვევაა ჩვენთვის, გამოწვევა რომელიც ხელს უწყობს მომავალი თაობის შემოქმედებითი და სოციალური უნარების განვითარებას. მინდა ასეთი პროექტები ხშირად იმართებოდეს... მე უკვე წარმატებულად ვთვლი თავს, რადგან ჩემი პატარები ამ დიდი სცენიდან წარდგებიან მაყურებლების წინაშე, ეს კვირეული ჩვენი სკოლის, ჩვენი პატარების და პირადად ჩემი ცხოვრების კიდევ ერთი ლამაზი დაუვიწყარი ფურცელი იქნება“,- სასიხარულოა, რომ მოლოდინები გამართლებულია.
კვირეულის დახურვაც ამავე ჯგუფის მოსწავლეს ქეთი ვაშაკიძეს ხვდა წილად.
აღსანიშნავია, რომ სენაკის სასკოლო თეატრალური ოლიმპიადის სამხატვრო ხელმძღვანელი- ვახტანგ ნიკოლავა გახლავთ, დირექტორი - ირაკლი ადამია, ოლიმპიადის მენეჯერი კი - ლალი გაბელაია.
„წარმატებას ვუსურვებთ თითოეულ მონაწილეს! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე!“ - აღნიშნეს თეატრში და პატარა მსახიობებს გაზა დაულოცეს.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლის დამლაგებლის ხელფასი ევროპასა და საქართველოში - განვითარებულ ქვეყანებში დამლაგებლის თვური ანაზღაურება 3000 დოლარამდეა
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეებმა თანატოლების ნამუშევრები მოიწონეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
ეშტიის N2 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე შემაჯამებელ დავალებას თავი წარმატებით გაართვეს