მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.
მათ შორის იყო გაზაფხულის დღესასწაულებისადმი მიძღვნილი აქტივობა.
მე-4 ა კლასის მოსწავლეებმა დედისა და ქალთა საერთაშორისო დღე ფერადი, ორიგინალური და ლამაზი ღონისძიებით აღნიშნეს.
ღონისძიებაზე, მათ დედების, დების, ბებიებისა და სკოლის ყველა თანამშრომლის წინაშე წარადგინეს საგაზაფხულო სიმღერები, ცეკვები, ლექსები ინგლისურ და სომხურ ენებზე.
აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
ღონისძიების ორგანიზატორი იყო ინგლისურის მასწავლებელი სიუზანნა თაზაიანი.
„როგორც ჩანს, გაზაფხულმა მთელი თავისი ხიბლი არ დაიშურა და შეეცადა, მოსწავლეების გულწრფელი ღიმილისა და დარბაზის ფერადი გაფორმებების დახმარებით, ეს სილამაზე მაყურებლებამდე მიეტანა“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლის დამლაგებლის ხელფასი ევროპასა და საქართველოში - განვითარებულ ქვეყანებში დამლაგებლის თვური ანაზღაურება 3000 დოლარამდეა
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეებმა თანატოლების ნამუშევრები მოიწონეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
ეშტიის N2 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე შემაჯამებელ დავალებას თავი წარმატებით გაართვეს