მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რომლებშიც ბავშვები დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლაში, ღია ცის ქვეშ თემაზე: „კავკასიის ღირსშესანიშნაობები“ მე-10 კლასის მოსწავლეთა მონაწილეობითა და გეოგრაფიის მასწავლებლის - ვარდანუშ სეირანიანის ხელმძღვანელობით საინტერესო ღონისძიება გაიმართა.
ბავშვები კავკასიის ისტორიულ ძეგლებს, ღირსშესანიშნაობებს გაეცნენ, მათ შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, რომლებიც სასკოლო საზოგადოების წინაშე წარადგინეს.
ღონისძიება ასევე დატვირთული იყო მუსიკალური ნომრებით - ცეკვებითა და სიმღერებით, რომლებიც ბავშვებმა შესანიშნავად შეასრულეს.
ეს დღე თითოეული მოსწავლისთვის შემეცნებითი, ინფორმაციული და ძალიან საინტერესო იყო.
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლის დამლაგებლის ხელფასი ევროპასა და საქართველოში - განვითარებულ ქვეყანებში დამლაგებლის თვური ანაზღაურება 3000 დოლარამდეა
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეებმა თანატოლების ნამუშევრები მოიწონეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
ეშტიის N2 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე შემაჯამებელ დავალებას თავი წარმატებით გაართვეს