მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოს N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან სასკოლო ცხოვრებას სთავაზობენ. იმართება არაერთი ღონისძიება, რაც მოსწავლეთა ცოდნის, ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენა-წახალისებას და რაც მთავარია, მოტივაციის ამაღლებას ემსახურება.
მათ, შორის ახოს N1 საჯარო სკოლაში აღინიშნა დედის დღე. გაზაფხულის პირველ და ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ დღესასწაულს წარმტაცი ღონისძიება მიეძღვნა, რომელსაც ორგანიზება გაუწია ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, მანანა ცინარიძემ.
„დედა - სიცოცხლის წყაროა, გულწრფელი, უანგარო სიყვარულის და სიხარულის გამზიარებელი“- ლაიტმოტივად გასდევდა ეს სიტყვები ღონისძებას, რომელმაც გულგრილი არავინ დატოვა.
ბავშვებმა დიდი სიყვარულით წარმოადგინეს სხვადასხვა ნომერი და მიწვეულ დედებს გაზაფხულის ულამაზესი დღესასწაული კიდევ უფრო გაულამაზეს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლის დამლაგებლის ხელფასი ევროპასა და საქართველოში - განვითარებულ ქვეყანებში დამლაგებლის თვური ანაზღაურება 3000 დოლარამდეა
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეებმა თანატოლების ნამუშევრები მოიწონეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
ეშტიის N2 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე შემაჯამებელ დავალებას თავი წარმატებით გაართვეს